გედევან ფოფხაძე - იზოლაციისკენ მივდივართ, რას ნიშნავს, „ვეტინგს“ არ გამოვიყენებთ და მურუსიძე ისეთი კარგი „ტიპია“, უცხოელებმა როგორ უნდა შეაფასონ? - ასეთი ლაპარაკით ევროპას დიდ კედელს ამოვუშენებთ

რას ნიშნავს, რომ „ვეტინგს“ არ გამოვიყენებთ და მურუსიძე ისეთი კარგი „ტიპია“ უცხოელებმა როგორ უნდა შეაფასონ? - ასეთი ლაპარაკით ევროპას დიდ კედლეს ამოვუშენებთ, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანების - „ახალი“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ ე.წ. „ვეტინგის“ სისტემაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მიერ უცხოელ პარტნიორებთან დღეს არსებული მიდგომით ქართულ საზოგადოებასა და ევროპას შორის კედელი აღიმართება.

„იზოლაციისკენ მივდივართ. რას ნიშნავს, რომ „ვეტინგს“ არ გამოვიყენებთ და მურუსიძე ისეთი კარგი „ტიპია“, რომ უცხოელებმა როგორ უნდა შეაფასონ? ასეთი ლაპარაკით ევროპას დიდ კედლეს ამოვუშენებთ. თუ გინდა გყავდეს მეგობრები, მეგობრებს უნდა მოსწონდე, მათი ღირებულებები ახლოს უნდა იყოს, რაღაც საერთო წრე უნდა გვქონდეს. თუ იტყვი, რომ მე იზოლირებული ვარ და თქვენი არაფერი მაინტერესებს, არც აზრი, არც ღირებულებები, არც სამართლებრივი სივრცე, მე რასაც დავადგენ ისე იქნება ჩემთან - იქნები მარტო. რეალურად ხდება ისე, როგორც რუსეთმა ააშენა კედელი თავის ხალხსა და ევროპას შორის - ასე აშენებს „ქართული ოცნება“ კედელს“, - განაცხადა ფოფხაძემ.

ამასთან, მან ისაუბრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებზე და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილია სახელმწიფო სისტემის „ალფა“ და „ომეგა“ და მას სახელმწიფოს სამივე შტო „ჯიბეში უზის“, დეპუტატები კი „მარიონეტებივით ჰყავს“.

„ამ თემებზე პაპუაშვილს რომ გადმოაქვს საუბარი, ის არის არითმეტიკული ნული. გინდ პარლამენტის თავმჯდომარე იყოს, გინდ კარის კაცი იყოს ბიძინა ივანიშვილთან. ბიძინა ივანიშვილია სახელმწიფო სისტემის „ალფა“ და „ომეგა“. სამივე შტო ჯიბეში უზის, დეპუტატები მარიონეტებივით ჰყავს, ერთ თოჯინას გამოიტანს და პრემიერს დაარქმევს, შემდეგ ჩააგდებს ყუთში, შემდეგ ისევ ამოიტანს ყუთიდან. ყველა რჩება ძაფებზე ჩამოკიდებულ თოჯინებად. ყველანი არიან ბიძინა ივანიშვილის ბიჭები. არც მოსამართლე გვყავს, არც მინისტრი გვყავს, არც დეპუტატი გვყავს - ეს არის რეალობა. მე ვის ვუპასუხო პაპუაშვილს, რომელიც ძაფზეა ჩამოკიდებული, პირს აღებს და ვიღაც კარნახობს, რა უნდა ილაპარაკოს?“,- განაცხადა ფოფხაძემ.

როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე „ქართული ოცნება“ „კბილებით იცავს მარიონეტულ სასამართლოს“.

„რეალობა არის ის, რომ ისტორიულ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე „ქართული ოცნება“ კბილებით იცავს მარიონეტულ სასამართლოს. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართველ კაცს არ ექნება შესაძლებლობა მოიპოვოს სამართალი, ივანიშვილისთვის ეს სასამართლო იქნება პერსონალური შპს, ხოლო საქართველოსთვის ეს იქნება კედელი ევროპასა და საქართველოს შორის. თუ ამ რეალობას თვალს არ გავუსწორებთ და ხალხსაც არ დავანახებთ, მიმაჩნია, რომ არ ვიქნებით საზოგადოებასთან მართალი“,- განაცხადა ფოფხაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება