ილია დარჩიაშვილი არგენტინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბუენოს-აირესის საკანონმდებლო ორგანოს ეწვია, სადაც მას ბუენოს-აირესის საპატიო სტუმრის ტიტული მიენიჭა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი არგენტინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ეწვია ქალაქ ბუენოს-აირესის საკანონმდებლო ორგანოს, სადაც, ავტონომიური ქალაქის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მას ბუენოს-აირესის საპატიო სტუმრის ტიტული მიენიჭა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით ქალაქ ბუენოს-აირესის ვიცე-პრეზიდენტი მატიას ლოპესი გამოვიდა.

„ღონისძიების მონაწილეებს ასევე მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა და არგენტინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გვარამ ხანდამიშვილმა.

ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა ქალაქის საკანონმდებლო ორგანოსა და ბუენოს-აირესის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, მატიას ლოპესს. მან ისაუბრა საქართველოსა და არგენტინის ისტორიულ კავშირებზე, რომლებიც თანამედროვე ეპოქაში მტკიცე მეგობრობასა და პარტნიორობაში გადაიზარდა.

ბუენოს-აირესის საკანონმდებლო ორგანოში სტუმრობის ფარგლებში, ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ავტონომიურ ქალაქ ბუენოს-აირესს შორის. დოკუმენტი ხელს უწყობს თბილისის საკრებულოსა და ბუენოს-აირესის საკანონმდებლო ორგანოს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, მუნიციპალური განვითარებისა და თვითმმართველობის საკითხებზე თანამშრომლობის გამყარებას“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება