ირაკლი  კობახიძე - დისკუსია ძალიან საინტერესო იყო, ღირებულია ის რჩევები, რომლებიც სტუდენტებისგან მივიღეთ, ამ რჩევებს აუცილებლად გავითვალისწინებთ

ინტერესი არის ძალიან დიდი და ძალიან საინტერესო დისკუსია შედგა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რეგიონების სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არაერთი მოსაზრება გაჟღერდა სტუდენტების მხრიდან.

„უკვე მეორე შეხვედრა გვქონდა სტუდენტებთან. განვიხილეთ კურსდამთავრებულთა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა. წინა შემთხვევაში შეხვედრა გვქონდა სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებთან. დღეს გვქონდა შეხვედრა რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტებთან. ინტერესი არის ძალიან დიდი და ძალიან საინტერესო დისკუსია შედგა, არაერთი მოსაზრება გაჟღერდა სტუდენტების მხრიდან, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებთ იმისათვის, რომ საბოლოოდ დავხვეწოთ ის პროგრამა, რომელსაც უკვე წარვადგენთ სექტემბრის თვიდან.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დისკუსია იყო ძალიან საინტერესო და ძალიან ღირებულია ის რჩევები, რომლებიც დღეს მივიღეთ სტუდენტებისგან. ამ რჩევებს აუცილებლად გავითვალისწინებთ“, - განაცხადა პრემიერმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს