საქართველოს პრეზიდენტი, ცესკოს თავმჯდომარეს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და არასამთავრობო ორგანიზაციებისა წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ცესკოს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და არასამთავრობო ორგანიზაციებისა წარმომადგენლებს ხვდება.

პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში მოწვეულ სტუმრებს საზღვარგარეთ მყოფი ქართული დიასპორისთვის 2024 წლის არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობის შესახებ ესაუბრება.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრის დაწყებისას აღნიშნა, ამ საკითხთან მიმართებით დიასპორის ზოგ წარმომადგენლებთან „სკაიპით“ შედგა საუბარი და ამგვარი საუბრები გაგრძელდება, თუმცა ხარვეზია ის, რომ ამგვარ შეხვედრებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ მონაწილეობს.

„პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ხარვეზი არის ის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ შეხვედრებში არ მონაწილეობს, უარს ამბობს და პასუხისმგებლობას იხსნის, რაც საკმაოდ გაუგებარია, რადგანაც მთელის ეს პროცესი ძალიან დაკავშირებულია საგარეო მუშაობასთან. პირველ რიგში, საკონსულოებში ტარდება საკონსულო რეგისტრაცია, რომელიც არის წინა პირობა იმისა, რომ უბნის გახსნისთვის მოთხოვნა იყოს.საკონსულოებიდან საგარეოში უნდა გადაეცეს ინფორმაცია ამ უბნების გახსნის შესახებ და შემდგომ საგარეომ უნდა გადმოსცეს ცესკოს. ეს არის პირველო ერთი ეტაპი”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო არის პასუხისმგებელი ჩატარდეს საარჩევნო და სარეგისტრაციო კამპანია, კამპანიის შესახებ ინფორმაცია უნდა განთავსდეს საელჩოების ვებ-გვერდებზე.

თუმცა ზურაბიშვილის თქმით, ამ კუთხით, ჯერ კიდევ არაფერია გაკეთებული.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ