გიორგი კალანდარიშვილი - საკონსულო აღრიცხვის მქონე პირთა შესახებ, თუ შესაბამისი უწყება სათანადო რაოდენობაზე ინფორმაციას მოგვაწვდის, ეს იქნება საფუძველი შეიქმნას საარჩევნო უბანი

საკონსულო აღრიცხვის მქონე პირთა შესახებ, თუ შესაბამისი უწყება სათანადო რაოდენობაზე ინფორმაციას მოგვაწვდის, ეს იქნება საფუძველი შეიქმნას საარჩევნო უბანი,- ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, სადაც 2024 წლის არჩევნებში დიასპორის მონაწილეობის შესახებ ისაუბრეს.

როგორც გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, ცესკო მისი უფლებამოსილების ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს კანონის ზედმიწევნით აღსრულებისთვის, რომელიც ასევე უზრუნველყოფს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ინფორმირებას არჩევნებში მათი მონაწილეობის შესახებ. მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე შეჯერდნენ იმაზე, რომ განხილვები ამ საკითხზე გაგრძელდება. ამასთან, ცესკო-ს თავმჯდომარის თქმით, ბოლო პერიოდში მანიპულაციური შეფასებები გამოიკვეთა დიასპორის არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან მიმართებით.

„ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ინტერესი ამ პროცესთან მიმართებაში, მთავარი არის, რომ ყველა ჩართულმა მხარემ ჩვენ თანამემამულეებს უცხოეთში მიაწოდოს სწორი ინფორმაცია დღეს არსებული საკანონმდებლო ჩანაწერების შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს არჩევნებში მათ მონაწილეობას, შესაბამის ვადებში საარჩევნო უბნების შექმნას რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თავიდან იქნას არიდებული ის არასწორი მოლოდინები, არასწორი აღქმები, რომელმაც შესაძლოა გარკვეული გულის წყვეტა გამოიწვიოს ჩვენი თანამემამულეებისთვის. ბოლო პერიოდში ჩვენ ვნახეთ, სხვადასხვა განცხადებები, შეფასებები, მათ შორის მანიპულაციური ამ საკითხთან მიმართებაში, რომელიც უკავშირდება ჩვენი თანამემამულეების არჩევნებში მონაწილეობას და გარკვეული არასწორი აღქმების შექმნას ამ საკითხზე. ჩვენი შეხვედრის მიზანიც ის იყო, რომ პრეზიდენტისთვის მიგვეწოდებინა დეტალური ინფორმაცია კომპეტენციის ფარგლებში, როგორც სამართლებრივი ასევე ფაქტობრივი აღსრულების კუთხით, რა გამოცდილება არსებობს“, -განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ამასთან, მან მიმართა საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომ არჩევნებში მათი მონაწილეობის მიზნით და იმისთვის, რომ ზოგადად შეიქმნას საარჩევნო უბანი აუცილებელია ამომრჩეველთა საარჩევნო რაოდენობა და ამ რაოდენობაში საკონსულო აღრიცხვის არსებობა.

გიორგი კალანდარიშვილის თქმით, თუ ჩვენი თანამემამულეები არ იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე 7 ოქტომბერი არის ბოლო ვადა, როდესაც მათ შესაძლებლობა ექნებათ მიმართონ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში შექმნილ საარჩევნო უბნებს და მოითხოვონ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით სათანადო რეგისტრაცია.

გიორგი კალანდარიშვილის თქმით, არჩევნების ეფექტიანად აღსრულებისა და თანამემამულეების ინფორმირების მიზნით ცესკო-ს ყველა უფლებამოსილ ორგანოსთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ყოველთვის ჰქონდა მჭიდრო კომუნიკაცია და ეს კომუნიკაცია, ამ შემთხვევაშიც, გრძელდება.

„საკონსულო აღრიცხვის მქონე პირთა შესახებ, თუ შესაბამისი უწყება სათანადო რაოდენობაზე ინფორმაციას მოგვაწვდის, ეს იქნება საფუძველი შეიქმნას საარჩევნო უბანი. დღევანდელ დღემდე, ცესკო-ში ჩემი 16-წლიანი საქმიანობის პერიოდში არ მახსენდება არცერთი შემთხვევა, როდესაც ცესკო-ს ამ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე რაიმე ნიშნით უარი ეთქვას საარჩევნო უბნის შექმნასთან მიმართებაში, ამიტომ, გთხოვთ, გავმიჯნოთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი პირები და ასევე, იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც შეიძლება იყვნენ კონკრეტულ ლოკაციაზე და ქვეყანაში, მაგრამ არ ჰქონდეთ საკონსულო აღრიცხვა“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო