ნინო ლაცაბიძე - ახალგაზრდებთან ვისაუბრეთ არსებულ გამოწვევებზე და იმ იდეებზე, რომელიც ჩვენი ქალაქების, მუნიციპალიტეტებისა და ქვეყნის განვითარებისთვის გვინდა, რომ ყველამ ერთად განვახორციელოთ

რუსთავის მერიამ კამპანია „თაობა მომავლისთვის“ ფარგლებში, რეგიონული ახალგაზრდული ქსელი შექმნა. პროექტი, რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის კონტაქტების დამყარებას, მუნიციპალიტეტებში დანერგილი სიახლეებისა და მიმდინარე პროექტების გაცნობას ისახავს მიზნად.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, პროექტის პირველ ეტაპზე, რუსთავის მერიის ახალგაზრდულმა დეპარტამენტმა, ქვემო ქართლის 6 მუნიციპალიტეტში მცხოვრებ თანატოლებს უმასპინძლა.

„ახალგაზრდულმა პროექტმა ,,თაობა მომავლისთვის”, რომლის ფარგლებში, ორი წლის განმავლობაში, ძალიან ბევრ რუსთაველ ახალგაზრდას შევხვდით, გაფართოვდა და რეგიონული მასშტაბი შეიძინა. ამ პროექტის ახალ ეტაპზე უკვე რეგიონების ახალგაზრდებს ვუმასპინძლებთ. დღეს ქვემო ქართლის რეგიონიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს შევხვდით, ვისაუბრეთ არსებულ გამოწვევებზე და იმ იდეებზე, რომელიც ჩვენი ქალაქების, მუნიციპალიტეტებისა და ქვეყნის განვითარებისთვის გვინდა, რომ ყველამ ერთად განვახორციელოთ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში, ახალგაზრდებმა, რუსთავის მუნიციპალური სერვისების ახალი ცენტრი, მედიათეკა, ნიჩბოსნობის სკოლა, სპორტის სასახლე, ქალაქის ისტორიული მუზეუმი, ოქსიგენის საფესტივალო სივრცე და იპოდრომი დაათვალიერეს.

გარდაბნიდან, მარნეულიდან, თეთრიწყაროდან, წალკიდან, ბოლნისიდან და დმანისიდან ჩამოსული ახალგაზრდები, „თაობა მომავლისთვის” ქსელში გაერთიანებულ რუსთაველ ახალგაზრდებთან ერთად, იპოდრომის სივრცეში ქალაქის მერს ნინო ლაცაბიძეს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს გიორგი დოხტურიშვილს, საქართველოს პარლამენტის წევრს ალექსანდრე დალაქიშვილს, რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილს შეხვდნენ და მათთვის აქტუალურ საკითხებზე დისკუსია გამართეს.

მათივე ცნობით, ახალგაზრდული პროექტები, იდეები, განათლება, სპორტი, კულტურა, ეს ის საკითხებია რაზეც ახალგაზრდებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დიალოგი გაიმართა.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხებზე, მოვიცავით ისეთი სფეროები, როგორიცაა: ახალგაზრდული განვითარება, კულტურა, სპორტი, მუნიციპალური და რეგიონული საკითხები. ასეთი შეხვედრები და ინიციატივები მნიშვნელოვანია, იმდენად, რამდენადაც ჩვენს ცხოვრებაში ე.წ. "ნეთვორქინგს" ახალი იდეებისა და ინიციატივების გაჩენა შეუძლია”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა.

კამპანია “თაობა მომავლისთვის“, რუსთავის მერიამ მუნიციპალიტეტის მუშაობაში და ქალაქის ახალ განვითარებაში ახალგაზრდების ჩართულობის მიზნით, გასულ წელს დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, არაერთი პროექტი განხორციელდა. ახალი ქსელი, კამპანიის მორიგი პროექტია და ის, ქვემო ქართლში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის კონტაქტების დამყარებას და რეგიონის განვითარებაში მათ ჩართულობას შეუწყობს ხელს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში