პრემიერი - ქვეყანაში სიღარიბე განახევრდა, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად შემცირდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში სიღარიბე განახევრდა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად შემცირდება.

პრემიერის განმარტებით, მთავრობის მთავარი ამოცანაა, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება.

„ყველაფერზე მეტყველებს ის მონაცემები, რაც გვაქვს.

რაც შეეხება სიღარიბის შემცირებას, სიღარიბის მაჩვენებელი 2012 წელს იყო მილიონ 100 ათასი ადამიანი, როდესაც ის [ხაზარაძე] და მისი პარტნიორი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ბიზნესის რეკეტით იყვნენ დაკავებული, მილიონ 100 ათასი ადამიანი იყო სიღარიბის ზღვარს მიღმა. დღევანდელი მაჩვენებელი წამოცდენილი 600 000-ს. ეს ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად, ჩვენს ქვეყანაში სიღარიბე განახევრდა. ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად შემცირდება. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება.

წინა თვეში გვქონდა 9.5% ეკონომიკური ზრდა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ჩვენი მიზანია, რომ ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ. ასეთ პირობებში სიღარიბე კიდევ უფრო მეტად შემცირდება ჩვენს ქვეყანაში, რაც საშუალო ვადიან პერსპექტივაში მოგვცემს სიღარიბის სრულად აღმოფხვრის საშუალებას“, - აღნიშნა კობახიძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ