კახა ლაბუჩიძე - თბილისის ყველა საბავშვო ბაღში, მთლიანობაში 60 000 აღსაზრდელზე, გათვალისწინებულია ოთხჯერადი კვება და დაცულია კვების რაციონის უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტი

ჩვენი ხელისუფლების პირობებში საჯარო ბაღები გახდა უფასო, ბაღებში ბავშვებისთვის ოთხჯერადი კვებაა გათვალისწინებული - წინა ხელისუფლების პერიოდში საჯარო ბაღებიც კი ფასიანი იყო, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ განაცხადა, რითაც თბილისის საბავშვო ბაღებში არსებულ მდგომარეობას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ბაგა-ბაღების საკითხთან დაკავშირებით ძნელია მიიღონ ის განცხადებები, რომლებსაც ოპოზიციონერი კოლეგები აკეთებენ.

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში საჯარო ბაღები გახდა უფასო, ბაღებში ბავშვებისთვის ოთხჯერადი კვებაა გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, მენიუ შედგენილია იმგვარად, რომ კვების რაციონში გამოყენებულია ყველა ის ძირითადი პროდუქტი, რომლებიც აუცილებელია ბავშვის სწორი ზრდა-განვითარებისთვის. მოგეხსენებათ, წინა ხელისუფლების პერიოდში საჯარო ბაღებიც კი ფასიანი იყო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბაგა-ბაღების საკითხთან დაკავშირებით ძნელია მივიღოთ ის განცხადებები, რომლებსაც ოპოზიციონერი კოლეგები აკეთებენ“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

როგორც საკრებულოს წევრმა აღნიშნა, თბილისის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღში თითოეულ აღსაზრდელზე ინდივიდუალურად ზრუნავენ.

„თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს უპირველესი ამოცანა აღსაზრდელების ინტერესების გათვალისწინება და მათი შესაბამისი ხარისხის საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფაა. თბილისის ყველა საბავშვო ბაღში, მთლიანობაში 60 000 აღსაზრდელზე, გათვალისწინებულია ოთხჯერადი კვება და დაცულია კვების რაციონის უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტი“, - აღნიშნა კახა ლაბუჩიძემ.

საკრებულოს წევრის თქმით, ამჟამად გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის შესყიდვის სტატუსია „შერჩევა/შეფასება“, რაც სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის შესაბამისად არის ტენდერის სტატუსი, რომელიც მოიცავს ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობის ეტაპს, რა დროსაც ფასდება პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნის ნიმუშის შესახებ ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის