ქეთევან თურაზაშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, გენდერული კვოტირება საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში აუცილებელია

საპარლამენტო ჯგუფის, „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთევან თურაზაშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, გენდერული კვოტირება საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში აუცილებელია.

დეპუტატი კვოტირების ვალდებულების გაუქმების ინიციატივას ნაადრევს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მისი გაუქმება მაშინ იქნება მიზანშეწონილი, როდესაც ხელოვნური ჩარევა კვოტირების საკითხში საჭირო აღარ იქნება.

„შესაძლებელია, მოვიდეს დრო, რომ აღარ იყოს აუცილებელი ხელოვნური ჩარევა და სავალდებულო კვოტირება, მაგრამ ამ ეტაპზე ეს აუცილებელია. საზოგადოებაც ხედავს, რომ ძალიან აქტიურები არიან ქალები განსაკუთრებით ოპოზიციაში და ბევრი კარგი გადაწყვეტილებისთვისაც მიგვიღწევია ერთად. ვფიქრობ, გირჩის ინიციატივა ცოტა ნაადრევია და თავისთავად მოვა ამის დრო.

დღესდღეობით ჯერ კიდევ გამიჯნულია ქალისა და კაცის საქმიანობა, პარლამენტშიც კი ვხედავთ, რომ არის რიგები, სადაც მხოლოდ მამაკაცები არიან ჩამწკრივებული და ძალიან ცოტა ქალია. ისედაც, ქალებს გვიწევს შრომა, როგორც სამსახურში, ისე სახლში. ზოგიერთ ქალს მიაჩნია, რომ მისთვის გარკვეული პოზიციები, თუნდაც პოლიტიკაში, მიუღწეველია. სანამ ეს სტერეოტიპები არ დაიმსხვრევა და ბუნებრივად არ მოვა ის პროცესი, რომ ქალმა შეძლოს გადაანაწილოს თუნდაც სახლის საქმე ოჯახის წევრებს შორის და ეს არ იყოს მხოლოდ მისი ვალდებულება, შეძლოს და საკუთარ სურვილებს და ინტერესებს მეტი დრო დაუთმოს, ეს დრო როდესაც დადგება, მაშინ აღარ იქნება საჭირო ხელოვნური ჩარევა კვოტირების საკითხში“, - აღნიშნა ქეთევან თურაზაშვილმა, რომლის განცხადებასაც პარტია ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა