მამუკა მდინარაძე - ქალების უფლებები და აქტიურობა ისეთ დონეზეა, რომ ადგილის მოპოვება დამსახურებისა და პროფესიონალიზმის მიხედვით შეუძლიათ

იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ქალების კვოტირების თემას მხარს დავუჭერთ, „გირჩი“, თავის მხრივ, ცესკოს თავმჯდომარის არჩევას ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით და არა პოლიტიკური ინტერესით დაუჭერს მხარს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე „გირჩის“ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, უმრავლესობა „გირჩს“ არა მხოლოდ მოლაპარაკების გამო, არამედ იმიტომ დათანხმდა, რომ ამიერიდან საქართველოს პარლამენტში ქალები დამსახურებისა და პროფესიონალიზმის, და არა კვოტირების მიხედვით მოხვდნენ.

„მოგეხსენებათ, რომ ქალთა კვოტირების თემა დროებითი პოზიტიური ღონისძიებაა, განვითარების რაღაც ეტაპზე. გირჩის ინიციატივას არა მხოლოდ მოლაპარაკების გამო დავთანხმდით, არამედ ერთ-ერთი მთავარი საფუძველი იყო ის, რომ ამიერიდან საქართველოს პარლამენტში ქალები დამსახურებისა და პროფესიონალიზმის, და არა კვოტირების მიხედვით მოხვდნენ. ასევე უნდა მოხდეს თვითმმართველობის არჩევით ორგანოებში. ჩვენ გადავლახეთ ის ეტაპი, როდესაც ამას გარკვეული პოზიტიური დისკრიმინაცია შეიძლებოდა მოჰყოლოდა. მიუხედავად ამისა, დღეს ვართ იმ ეტაპზე, როდესაც შეგვიძლია ვთქვათ, ქალების უფლებები და აქტიურობა ისეთ დონეზეა, რომ მათ თავიანთი ადგილის მოპოვება დამსახურებისა და პროფესიონალიზმის მიხედვით შეუძლიათ. აბსოლუტური უმრავლესობით შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ.

მინდა კიდევ ერთი არგუმენტიც გითხრათ, რომელიც შეიძლება მეორეხარისხოვანი იყოს. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ქალების კვოტირების თემას მხარს დავუჭერთ, „გირჩი“ თავის მხრივ, ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით და არა პოლიტიკური ინტერესით დაუჭერს მხარს ცესკოს თავმჯდომარის არჩევას. მოლაპარაკების პროცესში მათი დაპირება ეს იყო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება