შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებული კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვა, სავარაუდოდ, აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყება

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებული კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვა, სავარაუდოდ, აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყება.

ამის შესახებ პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და პროექტის განხილვის ეტაპები განმარტა.

„ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ კანონის პროექტს აქვს საყოველთაო სახალხო განხილვის პროცედურები. ტექნიკურად დაინიცირდება, შემდეგ პლენარულ სხდომაზე შეიქმნება საყოველთაო სახალხო განხილვის კომისია. ვვარაუდობ, რომ აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყება საყოველთაო სახალხო განხილვა. ყველამ ნახოს, რას ფიქრობს საზოგადოება. ნუ გვესაუბრებიან დამფინანსებლების და სხვების ენით, ერთადერთი, ვისაც აქ სიტყვა ეთქმის, ქართველი ხალხია, დაელაპარაკონ და მოისმინონ ქართველი ხალხის აზრი ამ თემასთან დაკავშირებით“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე