ბრაზილიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი - ილია დარჩიაშვილმა ვიზიტით მიმიწვია საქართველოში, აუცილებლად ვესტუმრები თბილისს

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ვიზიტით მიმიწვია, რასაც მაშინვე დავთანხმდი. დიდი სიამოვნებით ვესტუმრები თბილისს, - ამის შესახებ ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაურო ვიეირამ ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც ბრაზილიაში ვიზიტით იმყოფება.

როგორც ბრაზილიელმა დიპლომატმა აღნიშნა, საქართველოსა და ბრაზილიას შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს დიდი მომავალი აქვს და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება სხვადასხვა მიმართულებით.

„ჩვენ საერთო ღირებულებები გვაქვს, ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველოსა და ბრაზილიას შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს დიდი მომავალი აქვს. იმედი მაქვს, რომ მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას“, - განაცხადა მაურო ვიეირამ.

ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო- ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ასევე ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე:

"ჩვენ წელს აღვნიშნავთ ორმხრივი ურთიერთობების 31 წლისთავს და გვინდა გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოში ბრაზილიელი ვიზიტორების გაზრდის შესაძლებლობები, ასევე ვისაუბრეთ თუ როგორ შეიძლება გავაძლიეროთ ურთიერთობები კულტურის სფეროში. ჩვენ ასევე გვაქვს მზარდი ორმხრივი ვაჭრობა, რაც მნიშვნელოვანია. გასულ წელს სავაჭრო ბრუნვა 25%-მდე გაიზარდა. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ ერთად არა მხოლოდ ორმხრივ, არამედ საერთაშორისო ფორმატებშიც“, - აღნიშნა მაურო ვიეირამ.

აღნიშნულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს