იაგო ხვიჩია - ნორმალურმა ქალბატონებმა მადლობა უნდა გვითხრან იმისთვის, რომ ერთადერთი ვართ, ვინც რეალური თანასწორობისთვის იბრძვის - არავისთვის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ

არავისთვის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ, არც ის მიმაჩნია, რომ მე და ჩემი პარტია ქალებს ვჩაგრავდით ოდესმე და რამე საბოდიშო ამ მიმართულებით გვაქვს, პირიქით, ნორმალურმა ქალბატონებმა ჩვენ მადლობა უნდა გვითხრან იმისთვის, რომ ერთადერთი ვართ, ვინც რეალური თანასწორობისთვის იბრძვის, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ხვიჩიამ პარლამენტის დეპუტატებს კითხვით მიმართა და სთხოვა, რომ მათ დაასახელონ „ერთი ადამიანი, ქალბატონი, რომელიც დაიჩაგრა იმიტომ, რომ ქართულ პოლიტიკაში ქალი იყო და ის მოძალადე მამაკაცი, რომელიც ამ ქალს მოექცა არაღირსეულად, რომლის გამო ჩვენ საჭირო გაგვიხდა ამ კვოტების შემოღება და ამაზე კოლექტიურად ბოდიშის მოხდა“.

„დღეს დილიდან კრიტიკის და ლანძღვის ობიექტები ვართ. გვაკრიტიკებენ და გვებრძვიან, რომ თითქოს ჩვენ ქალთა უფლებებს ვარღვევთ, ქალთა ჩაგვრას ვუჭერთ მხარს და ზოგადად, არ გვიყვარს ქალები და მათ ვებრძვით, რითაც შეგვიძლია. სინამდვილეში, ჩვენ უაზრობას და სისულელეს ვებრძვით, ზოგადად, ქალების წინააღმდეგ არასდროს არ გვიბრძოლია, არანაირი პრეტენზია არ გაგვაჩნია, მაგრამ ვებრძვით იმ იდეას, რომელიც მიიჩნევს, რომ ქალები და კაცები თანასწორები არ არიან, ქალები ცოტა განსხვავებულები და უფრო ნაკლებად თანასწორები არიან და ამიტომ მათ სჭირდებათ ისეთი წახალისება, როგორიც არის კვოტები იმიტომ, რომ მამაკაცებს კონკურენცია გაუწიონ. ერთი ეს მორალი დგას ამ ყველაფრის უკან, რასაც ჩვენ ვაკრიტიკებთ და მეორე მორალი დგას, რომ ჩვენ ტრადიციულად ქალებს ვჩაგრავდით, პოლიტიკაშიც და პოლიტიკის მიღმაც და ახლა გვჭირდება, რომ რაღაცა ღონისძიებები უნდა მივიღოთ, რომ ეს ბოდიში კარგად მოვიხადოთ და გამოვასწოროთ. მე მგონია, რომ ეს ორივე ნაწილი მცდარია, არცერთზე არ ვიღებ პასუხისმგებლობას და არავისთვის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ, არც ის მიმაჩნია, რომ მე და ჩემი პარტია ქალებს ვჩაგრავდით ოდესმე და რამე საბოდიშო ამ მიმართულებით გვაქვს, პირიქით, ნორმალურმა ქალბატონებმა ჩვენ მადლობა უნდა გვითხრან იმისთვის, რომ ერთადერთი ვართ, ვინც რეალური თანასწორობისთვის იბრძვის. თუმცა, ჩემი შეკითხვა რელევანტურია ჩემი კოლეგების მიმართ. მე მაინტერესებს, ვინ არის მსხვერპლი? ზოგადად ვინ იყო ქართულ რეალობაში, ქართულ პოლიტიკურ ისტორიაში მსხვერპლი [ქალბატონი] პოლიტიკოსი მამაკაცების, რომელსაც ხელი შეეშალა პოლიტიკურ კარიერაში? გუშინ ბატონი რომანი გვაკრიტიკებდა ბევრი საშუალებით. რომან გოცირიძე დიდი ხანია, ათწლეულებია ქართულ პოლიტიკაშია. გუშინაც ვიკითხე და დღესაც მაინტერესებს, მის პრაქტიკაში თუ არის შემთხვევა? დღეს არავის არ უნდა იმის აღიარება, რომ მე ვარ მსხვერპლიო, თქვას. დღეს არავის არ უნდა იმის აღიარება, რომ მე ვიყავი მჩაგვრელიო, თქვას. არც თავის დროზე, როცა ეს კანონი მმართველმა პარტიამ მიიღო, არც მაშინ მქონია წარმოდგენილი არავის [მიმართ] მტკიცებულებები, არც დღეს არის ამის მტკიცებულებები, უბრალოდ, არის ლანძღვა-გინება: რატომ ვაკეთებთ ჩვენ ამას? ასევე, მოვისმინე კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ „ქოცებს“ შევუთანხმდი, მათ მხარეს გადავედით, მას კანონს მხარი დავუჭირეთ და ა.შ. მინდა შევახსენო ჩვენს მაყურებლებს, რომ ეს კანონი, როცა მიიღეს (რასაც ჩვენ ახალა ვაუქმებთ) „ქართულ ოცნებას“, მაშინ ჩვენ მხარს არ ვუჭერდით. აქტიორი კრიტიკოსები ვიყავით. ამასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში 2020 წელს ვჩიოდით, მაგრამ მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს უჭერდა. ისევე, როგორც დანარჩენი, დიდი ნაწილი ოპოზიციის მხარს უჭერდა, მაგრამ ჩვენ მაშინ ხომ არ გვითქვამს, რომ თქვენ „ქოცებს“ შეეკარითო, ჩვენ ვთქვით, რომ უბრალოდ, „მცდარი აზრი გაქვთ“, „ცდებით“, „შეცდომას უშვებთ“, „მტკიცებულება არა გაქვთ“, მაგრამ ხომ არ დაგვიბრალებია არავისთვის, რომ „ქოცებს“ შეკარით? ეს არის მგონი განსხვავება ჩვენსა და იმ ადამიანებს შორის, რომელიც ნებისმიერ რამეს ისეთ რამედ ნათლავს, რომელიც შეიძლება არც არავის არასოდეს უფიქრია“, - განაცხადა ხვიჩიამ.

არეგ კოჩინიანი - „ზანგეზურის კორიდორის“ საკითხში მოსკოვის პოზიცია აღმოჩნდა საკვანძო, რის გამოც არა მარტო გართულდა სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები, არამედ სომხეთმა თავის საგარეო პოლიტიკაში სერიოზული კორექტივები შეიტანა
ქართული პრესის მიმოხილვა 11.04.2024
მირიან მირიანაშვილი - ივანიშვილი რუსეთის დაშოშმინებას ცდილობს, კანონის მიღება ხელს არ შეუშლის საქართველოს ევროპისკენ სვლას, რადგან დასავლეთის ინტერესშია საქართველოს ევროკავშირის წევრობა
ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც საქართველო მსოფლიოს უზიარებს - რას საქმიანობს გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი დღეს?
გაიცანით კომპანია, რომელიც პროექტის „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ ბენეფიციარებისთვის დასაქმების შესაძლებლობებს ქმნის
ციფრული მარკეტინგი - მომავლის პროფესია
ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გლობალური ჰაკათონი - „Teens in AI 2024“ დასრულდა
მსოფლიო ბესტსელერი ფრანგული ბრენდები ფარმსახლის სააფთიაქო ქსელშია
„SOCAR Team“ ტურნირი „პეტრას განძის“ გამარჯვებული გახდა
იგრძენი გაზაფხული – იცხოვრეთ ალერგიის გარეშე