ირაკლი ქადაგიშვილი - დღეს საქართველოს სასამართლო სისტემა აბსოლუტურად დამოუკიდებელია

დღეს საქართველოს სასამართლო სისტემა აბსოლუტურად დამოუკიდებელია და ყველა საკითხს სასამართლო ავტონომიურ რეჟიმში წყვეტს. სახელმწიფო ინსტიტუტებიდან მხოლოდ უზენაესი სასამართლოს წევრების დანიშვნაში იღებს პარლამენტი მონაწილეობას. რაიმე სამართლებრივი არგუმენტი, სამართლებრივად გამართული საკანონმდებლო წინადადება ან რეკომენდაციები, რომელიც სასამართლო სისტემის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას მოხმარდებოდა, არ ისმის, იმიტომ, რომ დღეს სასამართლო სისტემას სამართლებრივად გამართული ბაზა აქვს“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მან ყურადღება გაამახვილა წინა ხელისუფლების დროს სასამართლოს სისტემაზე, როდესაც ყველა მოსამართლე, პრეზიდენტის ხელდასხმით, მისი უშუალო ხელმოწერით და ბრძანებით ინიშნებოდა.

ირაკლი ქადაგიშვილმა რამდენიმე ამონარიდი წაიკითხა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან, რომელიც „რუსთავი 2-ის“ საქმეს ეხებოდა. მისი თქმით, სტრასბურგში წაღებული ყველა საქმე ყოველთვის საქართველოს მართლმსაჯულების სასარგებლო გადაწყვეტილებით გვიბრუნდება უკან.

ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, ნათლად ჩანს ოპონენტების მიზანი, რომ მოხდეს სასამართლო ხელისუფლების კონტროლი. ამის კონკრეტულ მაგალითად კომიტეტის თავმჯდომარემ 2003 წლის არჩევნები გაიხსენა, რომლის შემდეგაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარდგინებით, არაქვემდებარე სასამართლოს გადასცეს არჩევნების შედეგის გაუქმება.

„უპრეცედენტო რამ მოხდა, გააუქმეს არჩევნების ერთი ნაწილი - პროპორციული სიები და დატოვეს მაჟორიტარები. აქ პირდაპირ გამოჩნდა მიზანი - სასამართლოს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება. ეს მიზანი ამოძრავებს დღეს „ვეტინგის“ მქადაგებლებს, რაც საქართველოს სასამართლოს მიმართ დაუშვებელია“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში