შალვა პაპუაშვილი დეკანოიძეს - ქალბატონო ხატია, თქვენ სამშობლოს ერთხელ უკვე ესროლეთ პასპორტი სახეში და თანამდებობის გამო მიაგდეთ მოქალაქეობა, ამიტომ პატრიოტიზმის გაკვეთილებს თქვენგან ვერ მივიღებთ

ქალბატონო ხატია, თქვენ თქვენს სამშობლოს ერთხელ უკვე ესროლეთ პასპორტი სახეში და ამ ქვეყნის მოქალაქეობა უკრაინაში თანამდებობის გამო მიატოვეთ, ამიტომ პატრიოტიზმის გაკვეთილებს თქვენგან ვერ მივიღებთ, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატს, ხატია დეკანოიძეს.

მისი თქმით, ხატია დეკანოიძემ თანამდებობის გამო, საქართველოს მოქალაქეობა „მიაგდო“ და შემდეგ დაბრუნებას ითხოვდა.

„ქალბატონო ხატია, ვინაიდან ასეთი პათეტიკა გქონათ უმრავლესობის მიმართ, ერთ რამეს შეგახსენებთ, თქვენ თქვენს სამშობლოს, ამ ქვეყანას ერთხელ უკვე ესროლეთ პასპორტი სახეში, მიატოვეთ ამ ქვეყნის მოქალაქეობა უკრაინაში თანამდებობის გამო. გახსოვთ ხომ ეს? ეს არის თქვენი გაგება პატრიოტიზმის. თანამდებობის გამო, მოქალაქეობა დატოვეთ. თანამდებობის გამო, მიაგდეთ მოქალაქეობა და შემდეგ ითხოვდით, რომ დაგბრუნებოდათ. ამიტომ პატრიოტიზმის გაკვეთილებს თქვენგან ვერ მივიღებთ. როდესაც სამშობლოს ანაცვალებთ თანამდებობას, აქ პატრიოტიზმზე თავს ნუ დადებთ,“ - მიმართა პაპუაშვილმა დეკანოიძეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ