ანრი ოხანაშვილი - მინდა გკითხოთ, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით შემოხვედით, „პუფები“ ხართ?

მინდა გკითხოთ, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით შემოხვედით, „პუფები“ ხართ? - ასე მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას.

მან ოპოზიციას საკუთარი განცხადებები გაახსენა, როდესაც აცხადებდნენ, რომ არჩევნების შედეგს არ აღიარებდნენ.

„ქართული ოცნების“ სიტყვას რა ფასი აქვსო, ამბობს „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი რადიკალი სხვა თანაპარტიელები. ეს ის ხალხია, რომლებიც ამბობდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა. „პუფები“ იქნებით, ვინც შეხვალთო, მინდა გკითხოთ, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით შემოხვედით, „პუფები“ ხართ? ასე უნდა გაკადროთ ვინმემ? ხომ ამბობდით, რომ არჩევნები გაყალბდა და მასში მონაწილეობას არ მიიღებდით. ის ხალხი, ვინც ჩვენს თანმიმდევრულობაზე საუბრობთ, თქვენს უახლოეს პოლიტიკურ წარსულს გადახედეთ. რომ არ შემოდიოდით პარლამენტში, რომ თითქოს ეს არალეგიტიმური პარლამენტი იყო და დღეს პარლამენტის სხდომებიდან გასვლა გიჭირთ. ეს ის ხალხია, ვინც 19 აპრილის შეთანხმებას ხელი არ მოაწერა და დღეს სიტყვის ფასზე გველაპარაკება“,-განაცხადა ოხანაშვილმა.

მისი განმარტებით, ხელისუფლება ახლაც და შემდეგშიც მხარს დაუჭერს ქალთა გაძლიერებას არა მხოლოდ საჯარო და პოლიტიკურ სივრცეში, არამედ ყველგან, სადაც ეს საჭირო იქნება.

„არ ვფიქრობ, რომ ქალბატონები ჩვენს გუნდში იმის გამო მოხვდნენ, რომ ეს იყო კვოტირების პრინციპის აუცილებელი წინაპირობა. მათი პროფესიული საქმიანობიდან და განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე, სრულად შესწევთ უნარი, ყოველგვარი კვოტირების გარეშე იყვნენ წარმოდგენილი საპარლამენტო ცხოვრებაში. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც მათ არ სჭირდებათ რამე ტიპის ხელოვნური მექანიზმი, თუმცა, ამ ხელოვნური მექანიზმის დროებითობამ თავისი შედეგი კიდევ ერთხელ გამოიღო“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში