ლევან ხაბეიშვილი ეკონომიკის მინისტრს - როცა გაზრდილ ეკონომიკაზე საუბრობთ მოსახლეობის ეკონომიკას ითვლით, თუ საკუთარი ოჯახის წევრების გაზრდილ შემოსავალზე ესაუბრებით?

როცა გაზრდილ ეკონომიკაზე საუბრობთ მოსახლეობის ეკონომიკას ითვლით, თუ საკუთარი ოჯახის წევრების გაზრდილ შემოსავალზე საუბრობთ?, - ამ კითხვით მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს, რომელსაც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

ხაბეიშვილის თქმით, როდესაც მინისტრი ეკონომიკურ წარმატებაზე საუბრობს, ჰგონია, რომ საკუთარი ოჯახის წევრის ისტორიას ჰყვება.

„თქვენი განცხადებაა, რომ სოფლად უმუშევრობა 14%-ია. მართლა თვლით, რომ 100 ადამიანიდან 85-90 ადამიანი დასაქმებულია სოფლად, 300-400 ლარს შემოსავალს ეძახით? - არ შემიძლია მარტივი რამ არ გკითხოთ, ხალხს აწუხებს ეს - საბანკო ოლიგარქია რომ შექმენით, 3 მილიარდ ლარამდე ნახეს წმინდა მოგება. საკუთარი კაპიტალის 30-40-პროცენტ მოგებაზე რომ გადიან, ამ ბანკების გარდა, სხვა ბიზნესი კიდე რომელია? სხვათა შორის, მხოლოდ ვალუტის გადახურდავებაში „საქართველოს ბანკმა“ 366 მილიონი ლარი მოიგო , „თიბისიმ“ 257 - მილიონი ლარი, ანუ ორმა ბანკმა მოსახლეობას სიმწრით ნაშოვნი 600 მილიონი ლარი წაართვა.

როდესაც ეკონომიკურ წარმატებაზე საუბრობთ, მგონია, რომ თქვენი ოჯახის წევრის, თქვენი ძმის ისტორიას ჰყვებით, რომელიც „საქართველოს ბანკში“ აუდიტის სამსახურში მუშაობდა, მინისტრად რომ დაინიშნეთ, ერთ-ერთი დირექტორია „საქართველოს ბანკში“ და მისი ანაზღაურება 5 მილიონი ლარია წელიწადში, ანუ ნახევარ მილიონ ლარამდე ხელფასი აქვს თვიდან-თვემდე. როცა გაზრდილ ეკონომიკაზე საუბრობთ მოსახლეობის ეკონომიკას ითვლით, თუ საკუთარი ოჯახის წევრების გაზრდილ შემოსავალზე ესაუბრებით?“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს