ლევან ხაბეიშვილი დავითაშვილს - ბატონო ლევან, ეკონომიკურ წარმატებაზე საუბრობთ და პარალელურად ქვეყანაში მილიონ ორასი ათასი ადამიანი ითხოვს სოციალურ შემწეობას, ხალხს კომუნალურის ქვითრის მოსვლის ტყვიასავით ეშინია -  პრობლემებზე „ყური უნდა შეიბერტყოთ“

ბატონო ლევან, ეკონომიკურ წარმატებაზე საუბრობთ და ამ დროს კი პარალელურად ქვეყანაში მილიონ ორასი ათასი ადამიანი ითხოვს სოციალურ შემწეობას, ხალხს კომუნალურის ქვითრის მოსვლის ეშინიათ. ამ ქვეყანაში გაჭირვება არის ძალიან დიდი პრობლემა და უნდა აღიაროთ, რომ 12 წლის განმავლობაში თითი თითზე არ დაგიდიათ ამ პრობლემების მოსაგვარებლად, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს უსმენენ.

ხაბეიშვილის თქმით, ქვეყანაში გაჭირვება არის ძალიან დიდი პრობლემა, ხელისუფლებას 12 წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია ამ პრობლემების მოსაგვარებლად.

„სამწუხაროდ, პასუხი ვერ მოვისმინე ბანკებთან დაკავშირებით. მე ეკონომიკის მინისტრს დავუსვი შეკითხვა” რა პოლიტიკა გაქვთ ასეთი, რომ 134-მილიონი ლარიდან, 3- მილიარდამდე გაიზარდა ბანკების მოგება? ეს კითხვები აქვს ყველა მოქალაქეს, რადგან ეკონომიკა და ადამიანების შემოსავალი ანაზღაურება, ცხოვრების დონე კი არ იზრდება, კონკრეტული ადამიანები მდიდრდებიან. დამისახელეთ სხვა ბიზნესი კიდევ სად შეიძლება საკუთარი კაპიტალის 30-35-40 პროცენტიან წმინდა მოგებაზე გადიოდეს? ასეთი თუ მოგეძებნებათ გვითხრათ.

რა პოლიტიკა გაქვთ ეგეთი, რომ 22-ჯერ გაიზარდა ბანკების მოგება. სამწუხაროდ, გაექეცით ამ შეკითხვას და პასუხიც არ გაეცით. მე არასდროს არ მოვიკითხავდი თქვენი ოჯახის წევრის ანაზღაურებას იმ პირობებში, თუ მოქალაქეებს პატივს დადებდით და ეტყოდით 400-500-600 ლარი რომ აქვთ ხელფასი, შეძლებენ ოჯახების გამოკვებას? როგორ არ ამბობთ, რომ ეს არის დიდი პრობლემა. ამ ქვეყანაში გაჭირვება არის ძალიან დიდი პრობლემა და უნდა აღიაროთ, რომ 12 წლის განმავლობაში თითი თითზე არ დაგიდიათ ამ პრობლემების მოსაგვარებლად.

თქვენ რომ გახდით მინისტრი, თქვენი ოჯახის წევრი იყო რიგითი თანამშრომელი „საქართველოს ბანკში“. მხოლოდ ორმა ბანკმა 600 მილიონი ლარის მოგება ნახა ვალუტის გადახურდავებაში. ჯერ აქ ხომ გაძარცვეს და გაყვლიფეს ხალხი, ახლა ემიგრაციიდან, ჩვენი ემიგრანტები, რომლებიც 24-საათი მუშაობენ, რომ აქ ოჯახები გამოკვებონ. შემდეგ მათი გამოგზავნილი თანხის გადახურდავებაში 600 მილიონი ლარი მოჰპარეს ხალხს. მერე ასე გამდიდრებული ბანკის დირექტორი გახდა და მისი შემოსავალი არის ხუთი მილიონი ლარი. რატომ არ ისაუბრებთ ისე მშვიდად როგორც საუბრობთ, ერთი ნერვი არ აგტოკებიათ, ისე დალაგებულად საუბრობთ, რომ ახლა 5-მილიონი ლარი თუ ექნება წლიდან წლამდე ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს ხელფასი, გამოვა და ფანტასტიკურ განწყობაზე იქნება, ერთ ყურში შეუშვებს და მეორეში გაატარებს, როგორც თქვენ აკეთებთ. ხომ უნდა გესმოდეთ, რომ პასუხისმგებლობა გაქვთ ხალხთან, იმ პრობლემებზე, რომლებზეც ვსაუბრობთ ყური უნდა შეიბერტყოთ და გასცეთ ამ კითხვებზე პასუხი, რომ რატომ ხდება ისე, რომ თქვენ, თქვენთან დაკავშირებული ადამიანები მდიდრდებიან.

თქვენს თანამშრომლებს გადახედეთ, თქვენი თანამშრომლების უმრავლესობა სესხიდან სესხზე ცხოვრობს, პარლამენტარებს ცხადია არ ეხებათ აქ იმდენი მილიონერია და სად ვინ როგორ შოულობს ფულს კიდევ მოსაძიებელია. რიგით თანამშრომლებს, მანდატურებს შეეკითხეთ რამდენი აქვთ ხელფასი და როგორ არჩენენ ოჯახებს. გაჩერდით ამ ადამიანებთან სამი წუთი და კითხეთ როგორ იხდიან კომუნალურებს, როგორ იხდიან ბანკის სესხებს, როგორ ინახავენ ოჯახებს.

დავიჯერო თქვენ ნათესავებში არ არიან ისეთი ადამიანები, ვისაც არ ანაღვლებთ კომუნალურის გადასახადი?! ტყვიასავით ეშინიათ ადამიანებს კომუნალური ქვითრის მოსვლის, რადგან შეძლებენ თუ არა გადახდას. ენერგეტიკაზე წარმატებაზე საუბრობთ, 11 თეთრი ღირდა ელექტროენერგია მაქსიმუმ 14-16 და ახლა ღირს 26 თეთრი, ბიზნესისთვის კი 30 თეთრი და კიდევ უფრო მეტი, რაც მერე ამ ადამიანებისთვის სერვისს აძვირებს. ეს არის კონკრეტული იდენტიფიცირებული ძალიან დიდი პრობლემები, რომლებიც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას.

ბოლოს, საწვავთან დაკავშირებით აუხსენით მოსახლეობას ღირს თუ არა ერთი ლარი და 65 თეთრი ფოთის პორტამდე, მერე რა ხდება? რა კარტელური გარიგებებია? რა გადასახადები გაქვთ ასეთი, რა აქციზი გაქვთ? რომ შემდეგ ხდება სამი ლარი და 20 თეთრი. თუ სიმართლე არ არის, თქვით რომ 1 ლარი და 65 თეთრი კი არ ჯდება, არამედ ჯდება ლარი და 80, მაგრამ ამაზე ხმას ვერ იღებთ, რადგან ზუსტად იცით, რომ ლარად და 65 თეთრად მოდის ფოთის პორტამდე, შემდეგ კარტელური გარიგებები, აქციზი, დღგ, ყველაფერი ორჯერ გაზრდილი, მერე ფასთაწარმოებას რამდენიმე კომპანია აკეთებს, მილიონებს შოულობს და ვისგან? ხალხის ჯიბიდან. ჯარიმებთან დაკავშირებითაც, 2023 წელს მხოლოდ 56 მილიონი ლარის ჯარიმა გადაახდევინეთ მოსახლეობას. ამ კითხვებზე გაეცით ხალხს პასუხი, რომელიც ყოველდღიურად აწუხებს ხალხს. ჩემი უმორჩილესი თხოვნაა ასწავლოთ ხალხს როგორ იშოვონ 5 000 ლარიანი სამსახური მაინც, როცა თქვენი ოჯახის წევრი 5 მილიონს იღებს წლიურად. უმრავლესობის წევრებო ნუ იცინით ხალხის პრობლემებზე, ეს არ არის სასაცილო, თქვენ დასცინით ხალხს და დასცინით მხოლოდ საკუთარ თავს, რომლებსაც ჯიბეები გაქვთ გასქელებული სწორედ ამ ხალხის გადასახადებიდან ამოღებული თანხებით“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ისრაელის ელჩი - ამ მომენტში ორი ფრონტი გვაქვს, თუმცა ომის გაფართოების შესაძლებლობა არსებობს
მარკეტა გრეგოროვა - კანონის ყველაზე დიდი პრობლემა მისი მიზანია - ის ევროპული გზიდან რუსეთის გზაზე გადასვლას ნიშნავს - მინდა ვუთხრა საქართველოს მოქალაქეებს, რომ საოცარი ხალხი ხართ და ასე გააგრძელეთ
მარინა ჩიტაშვილი - კანონის მიღების შემდეგ არჩევნების მარათონი დაიწყო, საარჩევნო მარათონს კი სხვა ტაქტიკა სჭირდება, არჩევნებში სპრინტერის ტაქტიკით ვერ ირბენ, სტაერის ტაქტიკა სჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 27.05.2024
2024 წლის ახალი ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო - სულ მალე საქართველოში
კახა ოქრიაშვილი - სწორედ „ოცნების“ ამომრჩეველი გვაჩვენებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რომ მას „ოცნების“ სატყუარების აღარ სჯერა!
„სოკარი“ თაღლითური სქემის შესახებ მომხმარებლებს აფრთხილებს
გორში „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
USAID-ისა და „გორგიას“ პარტნიორობის ფარგლებში „გორგიას“ ხელოსანთა აკადემიის ტრენინგ ცენტრი გაიხსნა
„მახარებს, რომ ის შრომა, რომელსაც სწავლაში ვდებ, მართლაც ფასდება“ - გაიცანით „ნიკორა ჯგუფის“ სტიპენდიატი ანნა ჭიღლაძე