შალვა პაპუაშვილი - ნამდვილად ტრაგედიაა, როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილი ვერ იაზრებს, რას გულისხმობს „ვეტინგის“ სისტემა - ჭავჭავაძეს რომ ციტირებენ და მარტო მაისურებზე დასახატად უნდათ, რას ნიშნავს, „ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს“?

ილია ჭავჭავაძეს რომ ციტირებენ და მარტო მაისურებზე დასახატად უნდათ, რას ნიშნავს ის, რომ „„ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს“ - ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მოსამართლეები ჩვენითვე უნდა დავნიშნოთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ „ვეტინგის“ სისტემასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ ქვეყანას უნარი არ აქვს მოსამართლეები თავად აირჩიოს და ამისთვის მას უცხოური ზედამხედველობა სჭირდება, ტრაგედიაა.

„როდესაც ადამიანი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წყალობით, საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა შენარჩუნებული აქვს, ამბობს, რომ საქართველოს არ აქვს უნარი, საკუთარი რესურსებით შეარჩიოს მოსამართლეები და უცხოური ზედამხედველები სჭირდება, ეს კი ნამდვილად ტრაგედიაა. როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილი ვერ იაზრებს, თუ რას გულისხმობს „ვეტინგის“ სისტემა. მან დღეს რეფერენდუმი და 9 აპრილი ახსენა. ილია ჭავჭავაძეს რომ ციტირებენ და მარტო მაისურებზე დასახატად რომ უნდათ, ეს რომ ჰგონიათ მხოლოდ ლიბერალობა, რას ნიშნავს ის, რომ ჩვენი თავი ჩვენ უნდა გვეყუდნოდეს? ეს ნიშნავს რომ, ჩვენი მოსამართლეები ჩვენითვე უნდა დავნიშნოთ. რეფერენდუმიდან 33-ე წელს, რომ შექმნილია სხვადასხვა აქტორების ჯგუფი, ქალბატონი სალომეს ჩათვლით, რომელიც ამბობს, რომ ჩვენა ამის უნარი არ გვაქვს, რა არის ეს, თუ არა კაპიტულაცია საკუთარი ისტორიის წინაშე?“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე