შალვა პაპუაშვილი - რომ არა შემოპარვა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი დღესაც უკრაინაში იქნებოდა და იქიდან არევდა

ცდილობენ შექმნან აღქმა, თითქოს, საზოგადოებაში ორი აზრი არსებობს და ის გახლეჩილია ისეთ საკითხებზე, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა თუ არა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეზინფორმაციას მღელვარების შესაქმნელად ავრცელებდნენ და ამ თემით საზოგადოების ნაწილს, ჯერ კიდევ აბნევენ და აეჭვებენ.

მიხეილ სააკაშვილი დღესაც უკრაინის პრეზიდენტის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარეა. რომ არა მისი შემოპარვა საქართველოში, ის დღესაც უკრაინაში იქნებოდა და იქიდან არევდა ქართულ პოლიტიკურ სიტუაციას.

ცდილობენ შექმნან აღქმა, თითქოს, საზოგადოებაში ორი აზრი არსებობს და ის გახლეჩილია ისეთ საკითხებზე, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა თუ არა. ასევე, ზურაბ ადეიშვილი დამნაშავეა თუ არა.

ის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ერთი ამბავი იყო ატეხილი და ამბობდნენ, კვდებაო, აღმოჩნდა თუ არა ეს ტყუილი? იყო თუ არა ეს მაშინ მღელვარების გამოწვევის მიზეზი? წარმოგიდგენიათ, რა დონის დეზინფორმაციაა, როდესაც ამბობდნენ, რომ ადამიანს დემენცია ჰქონდა და ახლა თითქოს ამ უკურნებელი სენისგან განიკურნა. სად არის ბოდიში და წუხილი? იცით რატომ არ არის? იმიტომ, რომ ჯერ კიდევ, საზოგადოების ნაწილს, აბნევენ და აეჭვებენ. მათ სურთ ყვირილით საღი აზრი ჩაახშონ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება