ანა წითლიძე ლევან დავითაშვილს - როდის დაიწყება სკოლებში უფასო კვების პროგრამა?

ბატონო მინისტრო, მე ვიქნები ჯიუტი და რამდენჯერაც მოხვალთ პარლამენტში იმდენჯერ მხოლოდ ორ საკითხზე დაგელაპარაკებით, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ანა წითლიძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილს, რომელსაც „მინისტრის საათის" ფორმატში პლენარულ სხდომაზე მოუსმინეს.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა თავის გამოსვლაში სკოლებში ბავშვთა უფასო კვებასა და ქვეყნის დეცენტრალიზაციის საკითხებზე ისაუბრა.

„პირველი საკითხი სკოლებში ბავშვების უფასო კვებას ეხება. თქვენ ეკონომიკის მინისტრი ხართ და მათ შორის, პასუხისმგებელი ხართ, რომ ამ ქვეყანაში ბავშვებს არ შიოდეთ. ყოველ მეხუთე და მეექვსე ბავშვს საჯარო სკოლებში არ აქვს შესაძლებლობა იმის, რომ ჰქონდეს სასურველი წიგნი ან სახატავი რვეული. ვიდრე ჯერ კიდევ პრობლემა არის ის, რომ ბავშვებს სკოლებში შიათ, თქვენ, ეკონომიკის მინისტრს პასუხისმგებლობა გეკისრებათ იმაზე, რომ გვიპასუხოთ - როდის დაიწყება უფასო კვების პროგრამის განხორციელება სკოლებში და რატომ არასოდეს არ გახდა ბავშვები ამ ხელისუფლების პრიორიტეტი?", - განაცხადა ანა წითლიძემ.

მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტრომ ვერ მოძებნა 680 ლარი, რათა თითოეული ბავშვის უფასო კვება დააფინანსოს სკოლებში და არანაირი არგუმენტი არ მიიღება თუ რატომ არ ახორციელებს სახელმწიფო მოსწავლეების უფასო კვების პროგრამას.

„მეორე, ასევე მნიშვნელოვანი პრობლემა, რაზეც მინდა ვისაუბრო და ვთვლი, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ეს არის დეცენტრალიზაცია და დეცენტრალიზაციის განხორციელებაზე მათ შორის, პასუხისმგებელი ეკონომიკის სამინისტროა. ზოგადად, რა რეგიონული მოწყობა გვაქვს დღეს ქვეყანაში? ამაზე უმრავლესობის წევრებს გიმსჯელიათ? როგორი უნდა იყოს ამ ქვეყნის რეგიონული განვითარება, რა სახის გუბერნატორები და სახელმწიფო რწმუნებულები გვყავს ახლა და საერთოდ რაში გვჭირდება ეს ხალხი? გიფიქრიათ როგორი უნდა იყოს დეცენტრალიზაციის რეფორმა?", - განაცხადა ანა წითლიძემ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე