რუსთავის მერია, პრემიერის ინიციატივას  ეხმაურება და ახალგაზრდების დასაქმების პროექტ - „ახალ სიმწვანეს“ ახორციელებს

რუსთავის მერია, დასაქმების პროექტ - „ახალ სიმწვანეს“ ახორციელებს. რუსთავის მერიის ცნობით, პროექტში „ახალი სიმწვანე“ 18-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდები, ონლაინრეგისტრაციით ერთიანდებიან და ქალაქის გამწვანების სამსახურში, ერთი თვის განმავლობაში, შესაბამისი ანაზღაურებით იწყებენ მუშაობას.

„რუსთავის მერია, პრემიერის ინიციატივას, ახალგაზრდების დასაქმების ეკოპროექტით ეხმაურება.

პროექტში „ახალი სიმწვანე“ 18-დან 29 წლამდე ასაკის რუსთაველი ახალგაზრდები, ონლაინრეგისტრაციით ერთიანდებიან და ქალაქის გამწვანების სამსახურში, ერთი თვის განმავლობაში, შესაბამისი ანაზღაურებით იწყებენ მუშაობას.

პროექტის პირველი საპილოტე ეტაპი უკვე განხორციელდა, დასაქმებისა და ეკოლოგიური პროექტის მონაწილეთა ახალი ნაკადის რეგისტრაცია კი 30 მარტს დასრულდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, „ახალ სიმწვანეში“ ჩართული ახალგაზრდების პირველი სამუშაო დღე, რუსთავის სანერგე მეურნეობაში იყო, სადაც ისინი ქალაქის მერს ნინო ლაცაბიძეს შეხვდნენ.

„რუსთავში, ახალგაზრდებისთვის ვაგრძელებთ ისეთი პლატფორმების შექმნას, სადაც მათ დასაქმება და ახალი პროფესიის დაუფლება შეეძლებათ პრემიერს აქვს ნამდვილად კარგი ინიციატივა, რომელიც ანაზღაურებად სტაჟირებას შეეხება და რუსთავის მერიის გუნდმა გადავწყვიტეთ, რომ ახალგაზრდებს ამის შესაძლებლობა მივცეთ. ქალაქში მწვანე არეალები იზრდება და ვითარდება, ამიტომ ახალი თანამშრომლების დამატება, რომლებიც ამ მწვანე სივრცეების მოვლა-პატრონობით დაკავდებიან, მნიშვნელოვანია. დღეს ოცამდე ახალგაზრდამ პროექტ „ახალი სიმწვანის” ფარგლებში, სწორედ მწვანე სივრცეების მოვლა-პატრონობის მიმართულებით „რუსთავსერვის ცენტრში” დაიწყო მუშაობა და მათ შესაბამისი შრომითი ანაზღაურება ექნებათ. პროგრამა გაგრძელდება მანამდე, სანამ ახალგაზრდების მხრიდან ამ კუთხით მოთხოვნა იქნება”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერიის ცნობით, ახალგაზრდული დასაქმების პროგრამის მონაწილეებმა, სანერგე მეურნეობაში „რუსთავ სერვისცენტრის" თანამშრომლებთან სპეციალური ვორქშოფი გაიარეს და ქალაქში გამწვანების სამუშაოებისთვის ნერგების გადარჩევაში მიიღეს მონაწილეობა.

„პროექტი - „ახალი სიმწვანე“, რუსთაველი ახალგაზრდების დასაქმების და ქალაქის ეკოსისტემის გაუმჯობესებაში მათი ჩართვის მიზნით, ქალაქის მერიის ორი სამსახურის - „სახელოვნებო სპორტის და ახალგაზრდული ცენტრის“ და „რუსთავსერვის ცენტრის“ თანამშრომლებით ხორციელდება. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების დასაქმებას და მათ ჩართვას ქალაქის მოვლა-პატრონობაში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში