პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა საშუალებას აძლევს პარაგვაის დაუბრკოლებლად გაიტანოს პროდუქცია მრავალფეროვან ბაზარზე

საქართველოს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა აქვს, ის ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდია კავკასიას და ევროპას შორის. ეს კი პარაგვაის აძლევს შესაძლებლობას დაუბრკოლებლად გაიტანოს თავისი პროდუქცია მრავალფეროვან ბაზარზე, სადაც საქართველოს აქვს წვდომა, - ამის შესახებ პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუბენ რამირეს ლესკანომ განაცხადა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ, პარაგვაელმა კოლეგამ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა.

უწყების ცნობით, დიპლომატმა ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე და აღნიშნა, რომ საქართველო ბრწყინვალედ მასპინძლობს საერთაშორისო ტურისტულ ღონისძიებებს.

„ჩვენ ამ კუთხით თანამშრომლობაზეც შევთანხმდით. ასევე, განვიხილეთ ტურიზმისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების გზები და განვსაზღვრეთ საერთო ინტერესის სხვა სფეროებიც“, - აღნიშნა რუბენ რამირეს ლესკანომ.

მინისტრის თქმით, შეხვედრაზე განხილული იყო, ასევე, უსაფრთხოების გამოწვევები და ორი ქვეყნის საერთო შეხედულებები ამასთან დაკავშირებით.

,,ვისაუბრეთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, მათ შორის, კავკასიის რეგიონში არსებულ სიტუაციაზე და მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებზე, ასევე განვიხილეთ ერთობლივად მოქმედების შესაძლებლობები“, - აღნიშნა რუბენ რამირეს ლესკანომ.

პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სიამოვნებით მიიღო საქართველოში მიწვევა და ეს ვიზიტი უახლოეს მომავალში განხორციელდება.

„შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მუშაობას პოლიტიკური ინსტიტუციების ფარგლებში.

მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობარ ილიას სტუმრობისთვის და კიდევ ერთხელ დავარწმუნო ის, რომ ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ერთად მუშაობას“, აღნიშნა რუბენ რამირეს ლესკანომ, რომლის განცხადებასაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს