ბადრი ჯაფარიძე - „ქართულ ოცნებას“ და მის დამფუძნებელს მყარად აქვთ გადაწყვეტილი, აღკვეთონ საქართველოს წინსვლა ევროპულ გზაზე

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას ცალსახად მოჰყვება ის, რომ არანაირი მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე არ იქნება და ეს პირდაპირ ჩანს იმ განცხადებებიდან, რომელიც მოვისმინეთ ბრიუსელიდან, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ და მათ დამფუძნებელს მყარად აქვს გადაწყვეტილი, რომ საქართველოს წინსვლა ევროპულ გზაზე აღკვეთოს.

„ბოლო ხანებში, რასაც „ქართული ოცნების“ ნაბიჯებს ვაკვირდებით, იმდენად ქაოსური და პირდაპირ მიმართულია იმისკენ, რომ მოახდინოს ტორპედირება, საბოტაჟი საქართველოს ევროპული გზის, მათი მხრიდან რაღაც ახალი სიურპრიზი მოსალოდნელი იყო. რუსული კანონის შემობრუნება ნაკლებად სავარაუდოდ მიმაჩნდა იმიტომ, რომ ბევრი სხვა მავნებლური ინსტრუმენტიც აქვთ.

მათ საჯაროდ დადეს პირობა, თან არაერთმა სპიკერმა, რომ ეს საკითხი არის დახურული, კანონი არასდროს არ დაბრუნდება. ესე იგი, არანაირი ფასი მათ სიტყვას არ აქვს. თუკი ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ეს უნდა გაკეთდეს, ისინი უსიტყვოდ ასრულებენ ამას. პოლიტსაბჭოს სხდომა ჩანიშნეს უცებ და შემდეგ დილით გამოაცხადეს გადაწყვეტილება. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის დავალება.

ეს რა შედეგებს მოუტანს ჩვენს ქვეყანას ნათელია. ამის ამოცანაა, რომ პრაქტიკულად შეაჩეროს ჩვენი სვლა ევროპულ გზაზე. ამ კანონის მიღება ნიშნავს, რომ ჩვენთან არანაირი მოლაპარაკება გაწევრიანებაზე არ გაიმართება. გარდა იმისა, რომ ისინი არცერთ რეკომენდაციას არ ასრულებენ, იგულისხმება მოსამართლეების თემა, „ვეტინგის“ საკითხი, რომელზეც ისტერიკა გამართეს, ნახეთ, როგორ იცავდნენ აშშ-ის მიერ სანქცირებულ მოსამართლეებს. ეს ნაბიჯიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ამ ადამიანებს და მათ დამფუძნებელს მყარად აქვს გადაწყვეტილი, რომ საქართველოს წინსვლა ევროპულ გზაზე აღკვეთოს, ეს გადაწყვეტილება მიღებულია.

ამ კანონის მიღებას ცალსახად მოჰყვება ის, რომ არანაირი მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე არ იქნება ეს პირდაპირ ჩანს იმ განცხადებებიდან, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ბრიუსელიდან. ამ კანონის მიღებას ეს შედეგი მოჰყვება და შესაბამისად „ქართული ოცნების“ განზრახვაც ესაა. განზრახვაა, რომ შეაჩეროს საქართველოს სვლა ევროპულ გზაზე.

შარშან არ გამოუვიდათ, შარშან ქართველმა ხალხმა შეაჩერა ეს კანონი, ახლა ჩათვალეს, რომ სტატუსი მიღებულია და ქართველი ხალხი შეიძლება მოდუნდა და გავაძვრინოთ ეს კანონი, რომელიც არანაირ გამჭვირვალეობას არ ემსახურება“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ამასთან, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ყველა აქციაში, რომელიც აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით გაიმართება, „ჩვენ ცალსახად მონაწილეობას მივიღებთ“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში