ენტონი ბლინკენი - უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება მეტი დახმარება

შეერთებული შტატები და მოკავშირეები აპირებენ, გააორმაგონ ძალისხმევა უკრაინისთვის საჭირო რესურსების გამოსანახად, - ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ნატო-ს შტაბ-ბინაში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, ბოლო თვეებში უკრაინამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. მან უკან დახია რუსეთის ფლოტი შავი ზღვიდან, გახსნა გადაზიდვის გზები მსოფლიოში მარცვლეულის გასატანად და შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი 2022 წლის თებერვალში რუსეთის აგრესიამდე არსებულ მაჩვენებელს უტოლდება ან აღემატება. ბლინკენმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინამ მმართველობისა და უსაფრთხოების რეფორმების კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

„მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით: უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება მეტი დახმარება. ჩვენ დღეს პირდაპირ მოვისმინეთ საგარეო საქმეთა მინისტრ კულებასგან, ყოველი დღე, დამატებითი დახმარების გარეშე, უკრაინის დამცველებსა და მის მშვიდობიან მოსახლეობას უფრო დიდ საფრთხეში აყენებს. ჩვენი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან რიგი ქვეყნები ეხმარებიან რუსეთს თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის გაძლიერებაში და განაგრძობენ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ჩინეთი აგრძელებს მასალების მიწოდებას რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის მხარდასაჭერად. მას ასევე მხარს უჭერენ ჩრდილოეთ კორეის სახალხო რესპუბლიკა და ირანი და ეს ყველაფერი აძლიერებს პუტინის ომის მანქანას იმ ფონზე, როდესაც ის თავს ესხმის უკრაინელებს და ემუქრება ევროპის უსაფრთხოებას“, - აღნიშნა ბლინკენმა.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ კონგრესმა უნდა დაამტკიცოს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მოთხოვნა დამატებითი ბიუჯეტის შესახებ.

„უკრაინის დაფინანსების კუთხით, ყველაზე მნიშვნელოვანი, უსწრაფესი, არის დამატებითი ბიუჯეტის დამტკიცება. ეს იქნება დამატებითი სახსრების დაუყოვნებელი და კრიტიკულად მნიშვნელოვანი წყარო, რომელიც უკრაინას სჭირდება, რათა დაეხმაროს მას რუსული აგრესიისგან თავის დაცვაში“, - აღნიშნა ბლინკენმა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს