ირაკლი ქადაგიშვილი - რატომღაც ჩვენ გარშემო ჩამოყალიბდა ტრენდი, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც შეიძლება ზედაპირული განცხადებებით მიუდგე - საგნობრივ დისკუსიაში ვერავინ გვეტყვის, რომ ელემენტარული გამჭვირვალობა შემაფერხებელია ევროპისკენ მიმავალ გზაზე

რატომღაც საქართველოს გარშემო ჩამოყალიბდა ტრენდი, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც შეიძლება ზედაპირული განცხადებებით მიუდგე - საგნობრივ დისკუსიაში ვერავინ გვეტყვის, რომ ელემენტარული გამჭვირვალობა შემაფერხებელია ევროპისკენ მიმავალ გზაზე, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე საერთაშორისო კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.

ქადაგიშვილს იმედი აქვს, რომ განხილვის პროცესში საკითხის გარშემო არსებული რიტორიკა შეიცვლება, მათ პოზიციებთან დაახლოვდება და დაინახავენ, რომ “კანონის მიზანი არის სუფთა, დემოკრატიული, რომელიც ევროკავშირის ფუნდამენტურ ფასეულობებს შეესაბამება“.

ქადაგიშვილის იმასაც ამბობს, რომ “საქართველოს დემოკრატიისკენ სვლა არის შეუქცევადი და გარე გრანტებზე დამოკიდებული არ არის“.

“ჩვენ სწორი გზით მივდივართ და ეს გზა ევროპის საუკეთესო ინტერესებს არ ეწინააღმდეგება. დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არსებობს ქვეყნის შიგნით აკუმულირებული თუ ქვეყნის გარედან შემოსული ფინანსები, რომელიც არ არის საჯარო, გამჭვირვალე და აღრიცხული. ათეული წლებია ყველა დემოკრატიული, განვითარებული ქვეყნები ამ ფუძემდებლური პრინციპით ცხოვრობს - ეს ის ელემენტარული პრინციპია, რაც საქართველოში უნდა დამკვიდრდეს და არაფერ სხვაზე საუბარი არ არის. გააფთრებული წინააღმდეგობა და კონკრეტული ფაქტები გვიჩვენებს იმას, რომ თურმე შეიძლება დეკლარირებული საჯარო მიზანი იყოს ერთი და თანხები სულ სხვა მიმართულებით მიდიოდეს.

რატომღაც საქართველოს გარშემო ჩამოყალიბდა ტრენდი, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც შეიძლება ზედაპირული განცხადებებით მიუდგე - მაშინ როდესაც კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭეს, არ მოგვისმენია კონკრეტული ახსნა იმისა, თუ რატომ იყო საქართველო რომელიმე ქვეყანაზე რაიმეთი ნაკლები. არსებობდა გარკვეული პოლიტიკური რიტორიკის ტრაექტორია, როგორც ეს ერთ-ერთმა ელჩმა განაცხადა და ამ პოლიტიკური რიტორიკის ტრაექტორიას ექვემდებარებოდა საქართველო. როგორც კი საქმე ობიექტური კრიტერიუმების გაზომვამდე მიდის, აღმოჩნდა, რომ საქართველო არათუ რომელიმე კანდიდატ ქვეყანაზე, არამედ ევროკავშირის ბევრ ქვეყანასთან თანატოლია“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ