გიორგი ჩაკვეტაძე - სინამდვილეში, „ნაცებს“, მათ „ენჯეოებს“ და მედიას ევროპა კი არა, შავი ფული და ამ ფულით მართვის ბერკეტები აინტერესებთ, ამ მიზნით ებრძვიან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასაც

სამშობლო რომ არ იყიდება ეს უნდა დაადასტუროს ამ ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი,

გიორგი ჩაკვეტაძე, სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, სინამდვილეში, “ნაციონალურ მოძრაობას”, მასთან კავშირში მყოფ არასამთავრობოებსა და მედიას ევროპა კი არა, შავი ფული აინტერესებთ.

“სამშობლო რომ არ იყიდება ეს უნდა დაადასტუროს ამ ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ.

თუ ვინმეს მოუნდება ევროპული თემატიკა შემოიტანოს, ძალიან კარგი, მაგრამ პლაკატებს ზედ კი ნუ გადააკრავენ - გვერდზე მიაკრან, მივესალმებით! მით უმეტეს ევროპულ ნარატივს!

სინამდვილეში, ნაცებს, მათ ენჯეოებს და მედიას ევროპა კი არა, შავი ფული და ამ ფულით მართვის ბერკეტები აინტერესებთ. ამ მიზნით ებრძვიან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასაც.

თუ ასე არ არის, თავისი აზრი, პლაკატების სახით, გამოხატონ ისე, რომ სხვის პლაკატს ზემოდან კი არ გადააკრან, არამედ გვერდით გააკრან.

თუ ასე იქნება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ევროპულ თემატიკას, პირიქით, მივესალმებით. თუ მაინც გადააკრავენ, ეს იქნება უტყუარი მტკიცებულება, რომ მოცემულ შემთხვევაში, ისინი ებრძვიან გამოხატვის ამ კონკრეტულ ფორმას!”, - წერს ჩაკვეტაძე.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს