ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ კონგრესი უკრაინას არ დაეხმარება, უკრაინა ომს წააგებს

აუცილებელია კონგრესს კონკრეტულად ვუთხრათ, რომ თუ კონგრესი არ დაეხმარება უკრაინას, უკრაინა ომს წააგებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, დახმარების გარეშე უკრაინისთვის რთული იქნება გადარჩეს, როგორც ქვეყანა, მაგრამ თუ უკრაინა ომს წააგებს, რუსეთი სხვა სახელმწიფოებს დაესხმება თავს.

შეგახსენებთ, ზელენსკიმ 6 აპრილს განაცხადა, რომ საბრძოლო მასალის დეფიციტის გამო, უკრაინის არმიას რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევა არ შეუძლია. მისივე თქმით, უკრაინას სჭირდება ამერიკული Patriot-ის 25 სარაკეტო სისტემა, რათა დაიცვას თავი რუსეთის მასიური თავდასხმებისგან.

მისი თქმით, „ცის დახურვა“ განსაკუთრებით აუცილებელია ხარკოვში, რომელსაც რუსი სამხედროები ყოველდღიურად ბომბავენ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს