ირაკლი კუპრაძე - სიმბოლურია, რომ დღეს, 9 აპრილის წინა დღეს, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, იწყებს რუსული კანონის განხილვას

სიმბოლურია, რომ დღეს, 9 აპრილის წინა დღეს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, იწყებს რუსული კანონის განხილვას, - ამის შესახებ „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანი, რომელიც აფინანსებდა 9 აპრილის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოს, გენერალ ლებედს, ახლა ცდილობს საქართველოში მიიღოს კანონი, რომელიც შეაჩერებს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, მომავალს დაუკარგავს ქართველ ხალხს, ქვეყანას დააყენებს რუსეთიზაციის შეუქცევად რელსებზე.

„ლელო“ ემსახურება საქართველოს და მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. „ლელო“, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, აუცილებლად მივიღებთ საქართველოს დაცვის აქტს, რომელიც ქართველის ხალხის რეალური ინტერესების დაცვას ემსახურება. სწორედ რუსეთია დღეს საქართველოს მტერი, ასე იყო 9 აპრილის ღამესაც. სწორედ მტრის ინტერესებს ემსახურება ბიძინა ივანიშვილი. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და ასე იქნება ყოველთვის.

  1. ჩვენ შევუერთდებით ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და დავაწესებთ სავიზო რეჟიმს რათა შეწყდეს რუსების უკონტროლო შემოდინება საქართველოში;
  2. ჩვენ დავიცავთ სამუშაო ადგილებს ქართველებისთვის;
  3. ჩვენ შევზღუდავთ რუსეთის მოქალაქეებისათვის მიწის მიყიდვას;
  4. ჩვენ ავკრძალავთ საქართველოში რუსულ ნომრიანი ავტომანქანების შემოსვლას;
  5. ჩვენ ავკრძალავთ სახელმწიფო ტენდერებში რუსული კომპანიების მონაწილეობას;
  6. ჩვენ დავუწესებთ „საოკუპაციო მოსაკრებელს“ რუსულ ბიზნესს, რომლითაც დავაფინანსებთ დევნილთა საჭიროებებს;
  7. ჩვენ დავაწესებთ აკრძალვას რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე, არა რუსულ ფრენებს საქართველოში;
  8. ჩვენ ავკრძალავთ რუსულ მაუწყებლობას საქართველოში, შევზღუდავთ რუსული პროპაგანდის გავრცელებას;
  9. ჩვენ ავკრძალავთ რუსული ფონდების საქმიანობას საქართველოში”,- აცხადებს ირაკლი კუპრაძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს