მოსამართლე განმარტავს, რატომ მისცა ლაზარე გრიგორიადისს, წინა სხდომისგან განსხვავებით, პროცესზე საპატიმროდან დისტანციურად ჩართვის შესაძლებლობა

პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის საქმის მოსამართლე, ზვიად შარაძე განმარტავს, თუ რატომ მიეცა გრიგორიადისს წინა სხდომისგან განსხვავებით ახლა, პენიტენციური დაწესებულებიდან ჩართვის შესაძლებლობა.

როგორც მოსამართლემ აღნიშნა, მხარე ვალდებულია სასამართლოში გამოცხადდეს. რაც შეეხება დისტანციურად ჩართვას, შარაძის თქმით, აღნიშნულისთვის მხარის დასაბუთებული შუამდგომლობაა საჭირო, აღნიშნული წინა დასაბუთება კი საკმარისი არ იყო.

შარაძის თქმით, დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულის ჩართვა მოხდა იმ მიზეზით, რომ გრიგორიადისმა დაასაბუთა, თუ რატომ სურდა დისტანციურად ჩართვა.

მოსამართლემ გრიგორიადისის მიერ გამოგზავნილი წერილი წაიკითხა, სადაც ბრალდებული უთითებდა, რომ „აქვს შფოთვა, რასაც ვერ აკონტროლებს და დისკომფორტს უქმნის“. ამასთან, ბრალდებული განცხადებაში ასევე აღნიშნავდა, რომ „ის სამარტოო საკანშია და საზოგაოებასთან ურთოერთობას გადაეჩვია“.

ზვიად შარაძის თქმით, ვინაიდან ბრალდებულმა ჩვენება არ მისცა, სასამართლომ საჭიროდ ჩათვალა, ბრალდებულის შუამდგომლობა მისი დისტანციურად ჩართვასთან დაკავშირებით დააკმაყოფილოს.

მოსამართლემ, ასევე, უპასუხა ბრალდებებს საქმის გაჭიანურებასთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება საქმის გაჭიანურებას, ყველა პროცესი მხარეებთან შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობდა. ერთადერთი პროცესი გადაიდო ჩემი კუთვნილი შვებულების გამო. საუბარი, თითქოს, ეს იმას ემსახურება, რომ ბრალდებულის ციხეში ყოფნის დროის გახანგრძლივება ხდება, მიუღებელია. 2023 წლის ოქტომბრიდან ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმებული აქვს. ის 2023 წლის 25 სექტემბრის, აბსოლუტურად სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით იხდის სასჯელს, შესაბამისად, საუბარს, რომ სასამართლო ბრალდებულს დღეებს უხანგრძლივებს, ვერ მივიღებ“, - განაცხადა შარაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას პენიტენციური დაწესებულებიდან დისტანციურად ესწრება თავად ბრალდებული გრიგორიადისიც.

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“.

ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები