მოსამართლე ლაზარე გრიგორიადისს - სასამართლოში სიგარეტის მოწევა სასამართლოს უპატივცემლობაცაა და წესრიგის დარღვევაც - პირდაპირ გვაბოლებს კამერაში, გაფრთხილებას ვაძლევ

სასამართლოში სიგარეტის მოწევა სასამართლოს უპატივცემლობაცაა და წესრიგის დარღვევაც, - ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლე ზვიად შარაძემ პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც სხდომას პენიტენციური დაწესებულებიდან დისტანციურად ერთვება.

მოსამართლემ მას განუმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო პროცესს დისტანციურად ერთვება, ის სხდომაზე იმყოფება და სიგარეტის მოწევა არ შეიძლება.

აღნიშნულს გრიგორიადისმა უპასუხა, რომ „მოწევა რომ არ შეიძლება, ამის ნიშანი იქ არაა".

„სასამართლო სხდომას ონლაინ ესწრებით, სასამართლო პროცესზე სიგარეტის მოწევა რომ არ შეიძლება და უპატივცემლობაა, უნდა იცოდეთ. პირდაპირ გვაბოლებს კამერაში. გაფრთხილებას ვაძლევ და მერე არ იყოს, რა, როგორ", - განაცხადა შარაძემ და ადვოკატებს მოუწოდა, გრიგორიადისისთვის აღნიშნული ფაქტი განემარტათ, ვინაიდან ის ბრალდებულს დარბაზიდან გააძევებდა.

აღნიშნულის შემდეგ, ადვოკატმა ლიკა ბითაძემ ბრალდებულს აუხსნა, რომ სიგარეტი უნდა ჩაექრო, წინააღმდეგ შემთხვევაში მას გააძევებდნენ და საბოლოო სიტყვით ვერ ისარგებლებდა.

"ჩააქრობთ სიგარეტს, თუ არა",- მიმართა ისევ მოსამართლემ, გრიგორიადისს, რის შემდეგაც, ადვოკატმა ბრალდებულს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას პენიტენციური დაწესებულებიდან დისტანციურად ესწრება თავად ბრალდებული გრიგორიადისიც.

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“.

ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს