კახური სამზარეულო ევროპაში – „დერგის“ წარმატების ისტორია

„კახეთში, სოფელ ნუკრიანში, სიღნაღისკენ მიმავალ გზაზე გასტრონომიული მოგზაურობით დაინტერესებულ სტუმრებსერთი საინტერესო რესტორანი - „დერგი“ ელოდებათ, რომელიც კახური სამზარეულოს მარგალიტებს აერთიანებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

„დერგის“ დამფუძნებლის, ეკა რუხაძის განცხადებით, რესტორანი 2021 წელს გაიხსნა და ის 3,000 კვადრატული მეტრის ფართობს მოიცავს, მათ შორის: სხვადასხვა დანიშნულების დარბაზებს, მარანს, თონეს, დუქანს, ტერასასა და ვერანდებს. რესტორანში შეხვდებით როგორც დიდ წვეულებებზე გათვლილ სანადიმო დარბაზს, ასევე შედარებით მცირე ზომის სივრცეს. როგორც დიდ, ასევე მცირე დარბაზს შეუძლია დახურული წვეულებების მასპინძლობა.

„რესტორნის მენიუზე ცნობილმა შეფმა ლევან კობიაშვილმა იმუშავა, მენიუს შედგენისას ერთერთი მთავარი მიზანი იყო ქართულ-კახური სამზარეულოს უნიკალური კერძების დამატება, ასეც მოხდა და ბევრი მივიწყებული კერძი მხოლოდ „დერგის“ მენიუში მოიძებნება. რაც შეეხება პროდუქციას, რა თქმა უნდა, ის ნატურალურია და სამზარეულო ადგილობრივი ბაზრიდან მარაგდება.

რესტორნის პარალელურად, აქტიურად ფუნქციონირებს მეღვინეობა GK Winery, რომელშიც გამოიყენება როგორც ღვინის წარმოების უჟანგავი ფოლადის ტექნოლოგია, ასევე ტრადიციული ქვევრი, რომელიც საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, სავიზიტო ბარათია.

GK Winery-ს წარმოების ღვინოს არაერთი ჯილდო და აღიარება აქვს მოპოვებული, მათ შორის: WinExpo Georgia 2022-ზე „ქისი“ დაჯილდოვდა ვერცხლის, ხოლო „საფერავი“ - ბრინჯაოს მედლით. გარდა ამისა, 2024 წელს IWSC Wine Judging in Georgia-ს კონკურსში „ქისმა“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

GK Winery-ში ძირითადი აქცენტი კეთდება უნიკალური სახეობის კახურ ღვინოებზე, როგორიცაა: „ვარდისფერი რქაწითელი“ და „ბუდეშურისებური საფერავი“. კახეთში ჩასულ სტუმრებს სადეგუსტაციო მარანში ზემოხსენებული ღვინოების დაგემოვნება და „დერგის“ სარესტორნო სივრცეში მათი შეკვეთა შეეძლებათ. ღვინის გარდა, მარანში წარმოდგენილი იქნება ტრადიციული ხელსაწყოები და ნივთები, რომელთა დახმარებით კახეთში ღვინოს საუკუნეების წინ აყენებდნენ“.

კომპანიის დამფუძნებლის ეკა რუხაძის თქმით, GK Winery-ს მიერ წარმოებული ღვინო უკვე გასცდა საქართველოს საზღვრებს და მისი რეალიზაცია ევროპის ქვეყნებშიც მიმდინარეობს, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის „საქართველოს ბანკს“, რომელიც კომპანიას განვითარებასა და გაფართოებაში აქტიურად ეხმარება. სწორედ გაფართოების გეგმის პირველი ნაწილი იყო გერმანიაში, ჰანოვერში ახალი რესტორნის გახსნა. ჰანოვერის „დერგი“ 2023 წლის 23 ნოემბერიდან იღებს სტუმრებს.

„ვინაიდან, კახეთში ხშირად ვმასპინძლობთ უცხოელ სტუმრებს, მათი მხრიდან ხშირად იყო დაინტერესება ევროპაში ქართული ტრადიციული რესტორნის გახსნის მიმართ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, „დერგის“ ბრენდი გერმანიის ჩრდილოეთ ნაწილის სტრატეგიულ ქალაქ ჰანოვერში გაგვეტანა, რასაც იქ მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა და ქართული სამზარეულოსადმი მათი მზარდი ინტერესი განაპირობებს. ჰანოვერის გარდა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სხვადასხვა ევროპული ქალაქების კვლევა და მოლაპარაკებები. მაგალითად, დაინტერესება არის დიდი ბრიტანეთიდან. კომუნიკაცია გვაქვს რამდენიმე ადგილობრივ სომელიესთან და ღვინის იმპორტიორთან, შესაბამისად, ერთ-ერთი ქალაქი, სადაც მომდევნო რესტორანს გავხსნით, ვიმედოვნებთ, რომ ლონდონი იქნება“, - განაცხადა ეკა რუხაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე