ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე, ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩმა თამარ ტალიაშვილმა, რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩმა თამარ ტალიაშვილმა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტისთვის სიოფრა ო’ლირისთვის მიმართვისას თამარ ტალიაშვილმა ხაზი გაუსვა უახლესი გადაწყვეტილების მნიშვნელობას ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე.

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებით, ბოლო წლებში საქართველომ მოიპოვა ისტორიული გამარჯვება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონვენციის სხვადასხვა მუხლების დარღვევის აღიარებისა და რუსეთისთვის საქართველოს სასარგებლოდ კომპენსაციის დაკისრების კუთხით. საქართველოს ელჩმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის ვალდებულებაზე შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები და იმედი გამოთქვა, რომ მინისტრთა კომიტეტი, კომპეტენციის ფარგლებში, განაგრძობს შესაბამისი გადაწყვეტილებების და რეზოლუციების მიღებას. ამავე კონტექსტში, აღინიშნა, რომ საქართველოს ინიციატივით და მხარდაჭერით, შემუშავებულ იქნა რუსეთის მიერ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების სტრატეგიები და საერთაშორისო საჯარო სამართლის საკითხებზე სამართლებრივ მრჩეველთა კომიტეტს (CAHDI) ეთხოვა შესაძლო სამართლებრივი გზების მოძიება რუსეთის მიერ კომპენსაციის გადახდის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება