სალომე სამადაშვილი - არ მგონია, ჩვენმა მოკავშირეებმა კიდევ დიდხანს მოითმინონ ის, რასაც ივანიშვილი ავლენს ევროკავშირის და აშშ-ს მიმართ - ვფიქრობ, ძალიან მალე, განცხადებების გაკეთების დრო ამოიწურება და დღის წესრიგში დადგება მოქმედების დრო

არ მგონია, ჩვენმა სტრატეგიულმა მოკავშირეებმა კიდევ დიდხანს მოითმინონ ის წარმოუდგენელი დამოკიდებულება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ავლენს დღეს ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ - ვფიქრობ, ძალიან მალე, განცხადებების გაკეთების დრო ამოიწურება და დღის წესრიგში დადგება მოქმედების დრო, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან შესაძლო სანქციების დაწესებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა არა ერთხელ მოატყუა, როგორც ქართველი ხალხი, ასევე, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები.

„რადგანაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აუცილებლად ჩათვალა, რომ განცხადება გაკეთებულიყო არა მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირის მიერ ვაშინგტონში, არამედ, იმ ადამიანის მიერ, ვინც კოორდინაციას უწევს სანქციებს, მე ვფიქრობ, რომ თავისთავად ნათელია, რა გზავნილია ეს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. თუ „ქართული ოცნება“ არ შეწყვეტს ქართველი ხალხის დემოკრატიულო და ევროპული მომავლის საბოტაჟს, ვფიქრობ, რომ ძალიან მალე დადგენა ის დრო, როდესაც განცხადებების გაკეთების დრო ამოიწურება და დღის წესრიგში დადგება მოქმედების დრო, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოატყუა არა ერთხელ, როგორც ქართველი ხალხი, ასევე ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები. მას პასუხს მოსთხოვს პირველ რიგში, ქართველი მოქალაქეები ცხადია, არჩევნებზე, მაგრამ არ მგონია, ჩვენმა სტრატეგიულმა მოკავშირეებმა კიდევ დიდხანს მოითმინონ ის წარმოუდგენელი დამოკიდებულება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ავლენს დღეს ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ,“ - განაცხადა სამადაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება