პრემიერ-მინისტრმა მუსლიმებს რამადან ბაირამი მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის ჯუმა მეჩეთში მუსლიმებს რამადან ბაირამის დღესასწაული მიულოცა.

პრემიერმა მეჩეთში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მუსლიმი თემი ქართული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია და განსაკუთრებით ძვირფასია მეგობრობის ის ტრადიცია, რომელიც საუკუნეებს ითვლის.

„მიხარია, რომ დღეს ვარ თქვენთან ერთად, ჩვენს მუსლიმ ძმებთან ერთად. მინდა გულითადად მოგილოცოთ დღევანდელი დღე, რამადანის მარხვის დასრულება, თქვენი რწმენის უდიდესი დღესასწაული, რომელსაც ყველა განსაკუთრებულად აღნიშნავთ. თქვენთან ერთად, მინდა მივულოცო საქართველოში მცხოვრებ თითოეულ მუსლიმს, ჩვენი მუსლიმი თემის თითოეულ წარმომადგენელს.

ჩვენ ვამაყობთ მრავალსაუკუნოვანი ისტორიული ურთიერთობით, ძმობით, რომელიც არის ჩამოყალიბებული ქართველ ქრისტიანებსა და საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს შორის. თქვენი უნიკალური კულტურა არის ჩვენი ქვეყნის კულტურის განუყოფელი ნაწილი.

ჩვენ საუკუნეების მანძილზე ერთად ვშრომობდით, ერთად ვიბრძოდით ჩვენი საერთო სამშობლოს კეთილდღეობისთვის, მისი წინსვლისა და განვითარებისთვის. ეს არის ის ურთიერთობა, ძმობა, რომელსაც ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით და მომავალშიც გავუფრთხილდებით. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ძალიან მიხარია დღეს თქვენთან ერთად ყოფნა. მინდა გისურვოთ კეთილდღეობა, ბედნიერება თითოეულ თქვენგანს და თქვენს ოჯახებს. გილოცავთ და უღრმესი მადლობა", - აღნიშნა პრემიერმა.

ერთთვიანი მძიმე მარხვის შემდეგ, ქართველი მუსლიმები რამადან ბაირამს დღეს აღნიშნავენ.

თბილისის მეჩეთში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აგრეთვე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა, საქართველოს შეიხმა ფაიგ ნაბიევმა და დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ.

მუსლიმთა სამმართველოს სულიერმა ლიდერებმა პრემიერ-მინისტრს დღესასწაულის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადეს და მუსლიმთა სამმართველოს სახელით სამახსოვრო საჩუქარი გადასცეს.

თბილისის ჯუმა მეჩეთში იმყოფებოდნენ აგრეთვე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
ისარგებლეთ სპეციალური შეთავაზებით სუბურბან საგურამოში ლიმიტირებულ მიწის ნაკვეთზე
არქიში ერთ დღეში რეკორდული რაოდენობის - 201 ბინა გაიყიდა
იმპექსის სააფთიაქო ქსელმა მომხმარებელს KORRES-ის ინოვაციური ანტიასაკობრივი ხაზი Black Pine Primus წარუდგინა
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა