PSC-ის დელეგაცია - საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობისთვის კარი ღიაა

ევროკავშირში წევრობისთვის კარი ღიაა,- ამის შესახებ ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების საბჭოს (PSC) დელეგაციის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ვიზიტით საქართველოში იმყოფება.

დელეგაციის პრესრელიზის თანახმად, ბოლო 7 წლის მანძილზე საქართველოში PSC-ის პირველი მსგავსი ვიზიტის ფარგლებში PSC-ის წევრებმა სხვადასხვა შეხვედრებში საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე „მომენტით სარგებლობის” მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს.

„2023 წლის 14 დეკემბერს ევროპული საბჭოს მიერ მიღებული საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ ევროკავშირში წევრობისთვის კარი ახლა ღიაა", - ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების საბჭოს (PSC) წევრები 10-11 აპრილს სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან საქართველოში.

დელეგაცია, რომელსაც PSC-ის თავმჯდომარე ელჩი დელფინე პრონკი ხელმძღვანელობს, შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანს, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. [დელეგაციის] წევრები ასევე ეწვევიან ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიას (EUMM) და ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს.

განცხადების თანახმად, ვიზიტი რეგიონში ფართო ტურის ნაწილია, რომელიც ასევე მოიცავს შეხვედრებს სომხეთში (8-9 აპრილს), ისევე როგორც აზერბაიჯანში (11-12 აპრილი) და მიზნად ისახავს რეგიონში ევროკავშირის საკვანძო მნიშვნელობის პარტნიორებთან დიალოგის გაძლიერებას.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა