„საქართველოს ბანკის“ Mastercard ბიზნეს ბარათის მფლობელები ტექნოლოგიური ბრენდების სერვისებზე სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებენ

„საქართველოს ბანკმა“ და Mastercard-მა ბიზნესებისთვის სპეციალური შეთავაზებები შექმნა. ფინანსურმა ინსტიტუტმა საერთაშორისო გადახდების კომპანიასთან ერთად, ბიზნეს საქმიანობის უკეთ წარმართვისა და პროცესების ოპტიმიზაციისთვის საჭირო ტექნოლოგიურ პროდუქტებზე და პროგრამებზე განსაკუთრებული პირობები - სპეციალური ფასდაკლება, „ქეშბექი“ ან უფასო მომსახურება დააწესა.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

ბანკის პრესსამსახურის ცნობით, სპეციალური პირობები მოქმედებს ისეთი გლობალური ტექნოლოგიური ბრენდების პროდუქტებზე, როგორებიცაა Google Workspace, Hotjar, Adobe Acrobat, Notion, Monday.com, HubSpot და სხვა.

შეთავაზება ვრცელდება 20-ზე მეტ ბრენდზე, რომლებიც ბიზნესებს დახმარებას უწევს ციფრული მარკეტინგის, პროექტების მართვის, შიდა კომუნიკაციის დაგეგმვის, დოკუმენტების, დავალებების თუ ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში. შეთავაზებები 2025 წლის ბოლომდე გრძელდება.

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესების აქტიური მხარდამჭერია. ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ახალი შესაძლებლობების გაზიარება, მათი საქმიანობის ხელშეწყობა და განვითარებაში დახმარება. სწორედ ამიტომ, ვთანამშრომლობთ მსოფლიო გადახდების კომპანია Mastercard-თან და ჩვენს ბიზნეს მომხმარებლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, გააუმჯობესონ პროცესები გლობალური ტექნოლოგიური პროდუქტებით და პროგრამული უზრუნველყოფის ხელსაწყოებით. მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია ჩვენი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ 20-ზე მეტი ბრენდის შეთავაზება. ჩვენ არ ვჩერდებით და სამომავლოდაც არაერთ საინტერესო პროდუქტსა და სერვისს შევთავაზებთ ჩვენს ბიზნეს მომხმარებლებს“, - ამბობს მაია გორგილაძე, ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

ამასთან, როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეთავაზებების სრული სიის სანახავად და სასურველი პროდუქტის შესაძენად ესტუმრეთ „საქართველოს ბანკის“ ბიზნეს შეთავაზებების გვერდს ან გამოიყენეთ ბიზნეს მობილბანკი და ბიზნეს ინტერნეტბანკი.

აღსანიშნავია, რომ შეთავაზების ფარგლებში, პროდუქტების შეძენა და გააქტიურება შესაძლებელია „საქართველოს ბანკის“ ბიზნეს Mastercard ბარათით.

თუ ჯერ არ ხართ „საქართველოს ბანკის“ ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში ონლაინ მარტივად და პროცესში მოითხოვეთ ბიზნეს Mastercard ბარათი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე