შუახევში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ რაულ დეკანაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

შუახევში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ რაულ დეკანაძეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

თავად ბრალდებული სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა, იგი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში რეანიმაციულ განყოფილებაში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

დღევანდელ პროცესზე სასამართლოს დაცვის მხარემ შუამდგომლობის სახით 10 000 ლარი შესთავაზა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

ამასთან, ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ სასამართლოს სხდომის დახურვა შესთავაზა, თუმცა. მოსამართლემ არც ეს შუამდგომლობა გაითვალისწინა, რადგან ადვოკატს შესაბამისი განცხადებით სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

„მტკიცებულებები საკმარისია, რომ ბრალდებულმა დანაშაული ჩაიდინა. არსებობს მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. ბრალდება 16-20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. მსგავსი დანაშაულის ჩადენის საფრთხე გენდერის ნიშნით არსებობს, ქმედების ჩადენის ხერხი ცალსახად მიუთითებს, რომ თავისუფლებაში ყოფნისას მაღალია რისკი, რომ სხვა პირთა ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას. გამოიკითხა მოწმეები, რომელთა უმრავლესობა ბრალდებულის ნათესავია. ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად არის გაუმჯობესებული, შესაძლოა, ნებისმიერ დროს გაეწეროს საავადმყოფოდან. შესაბამისად, მისი თავისუფლებაში ყოფნა დაუშვებელია”, - აღნიშნა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა.

თავის მხრივ, ადვოკატები აღნიშნავდნენ, რომ ბრალდებულის მიმალვის საფრთხე არ არსებობს.

„პროკურორი ამბობდა, რომ მიმალვის საფრთხეა, რაც არ არსებობს, რადგან ბრალდებულმა თვითმკვლელობა სცადა. იგი წარსულში ნასამართლევი არ არის. გთხოვთ, რომ არ შეუფარდოთ პატიმრობა. სასამართლოს ვთხოვთ გირაოს 10 ათასი ლარის ოდენობით”, - აღნიშნა ადვოკატმა.

მოსამართლის თამარ ბეჟანიშვილის განცხადებით, საქმეში ძირითადი მოწმე ოჯახის წევრებია. მისივე განცხადებით, სასამართლო პროკურატურის შუამდგომლობას სრულად იზიარებს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 4 ივნისს 12:00 საათზე გაიმართება.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ შუახევის მუნიციპალიტეტში ეჭვიანობის ნიადაგზე ქმარმა ცოლს ჭრილობები ყელის არეში მიაყენა. შუახნის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ქმარმა კი, ინციდენტის შემდეგ, სხეულზე მძიმე დაზიანებები მიიყენა, იგი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა მძიმედ ფასდება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის