შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა ისტორიულად მეგობრული ურთიერთობები საქართველოსა და ყაზახეთს შორის.

„პრეზიდენტმა ტოკაევმა განაცხადა, რომ ყაზახეთი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს და ყაზახეთში დიდ პატივს სცემენ ქართველ ხალხს, ისტორიასა და კულტურას, რაზეც მეტყველებს ყაზახი ტურისტების მზარდი რიცხვი საქართველოში. ასევე, ყაზახეთის პრეზიდენტმა ქართულ მხარეს მიულოცა ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა.

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობა. ხაზი გაესვა ყაზახეთში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებისთვის. აღინიშნა საპარლამენტო დიპლომატიის როლი ორმხრივ ურთიერთობებში.

შეხვედრაზე მიმოიხილეს თანამშრომლობა ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის სექტორებში. აღინიშნა „შუა დერეფნის“ მზარდი მნიშვნელობა და პოტენციალი.

მხარეებმა აგრეთვე განიხილეს ყაზახეთსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენები და რეფორმები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან: ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კახიშვილი; თურქმენეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი; უზბეკეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი ანტონ ობოლაშვილი; აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი სოზარ სუბარი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის