ჯანდაცვის სამინისტრო - ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, 720 დევნილი ოჯახისთვის, სამი, 12-სართულიანი კორპუსი შენდება

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, 720 დევნილი ოჯახისთვის, სამი, 12-სართულიანი კორპუსი შენდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი გაეცნო.

„მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ დევნილთა განსახლება სახელმწიფოს პრიორიტეტია და დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, ქვეყნის რამდენიმე ქალაქში მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები, ერთდროულად, მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, დევნილ ოჯახებს, სრულად გარემონტებული ბინები გადაეცემათ. სამუშაო პროცესები აქტიური რეჟიმით, სტანდარტების სრული დაცვით ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საცხოვრებელ ფართს, ჯამში, 13 000 დევნილ ოჯახს გადასცემს. აქედან, 7000-ზე მეტ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში, გარემონტებული ბინები გადაეცემა, ხოლო 6000-ამდე ოჯახი, „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში განსახლება.

ორივე პროგრამის ბიუჯეტი, საბოლოოდ, დაახლოებით, 900 მილიონ ლარს შეადგენს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში