ზურაბ ჯაფარიძე - პრინციპული საკითხია, ადამიანები გამოვიდნენ და დაიცვან ამ ქვეყნის თავისუფალი და ევროატლანტიკური მომავალი

პრინციპული საკითხია ადამიანები გამოვიდნენ და დაიცვან ამ ქვეყნის თავისუფალი და ევროატლანტიკური მომავალი, - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონპროექტი ქვეყანაში კრიტიკული მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დასასრულის დასაწყისია.

"ამათ ერთადერთი რაც ესმით, ეს ძალის ენაა, ხალხი არის ძალა. ხალხის რაოდენობითი თვლიან, რაიმე ნაბიჯს გადადგამენ თუ არ გადადგამენ. პრინციპულად მნიშვნელოვანია ბევრი ხალხი გამოვიდეს. ამ კანონის მიღება ნიშნავს, პრაქტიკულად დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დასასრულის დასაწყისს. ასე დაიწყო რუსეთშიც და შემდეგ დააშენეს ამ კანონზე რაღაცები. ასე აპირებენ აქაც გაკეთებას, ერთ წელიწადში მეორედ გაბედეს იგივე ნაბიჯი გადაედგათ, პრინციპული საკითხია ადამიანები გამოვიდნენ და დაიცვან ამ ქვეყნის თავისუფალი და ევროატლანტიკური მომავალი. შანსები, რომელიც გაგვიჩნდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რომ გავხდეთ 5-6 წელიწადში ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, ახლა ეს დევს სასწორზე და ეს ყველამ უნდა გაიაზროს. მე მჯერა, რომ ბევრი ხალხი გამოვა, საღამოს დღეს აქ ბევრი ხალხი იქნება დარწმუნებული ვარ", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების აქცია მიმდინარეობს. აქციაზე მყოფები აპროტესტებენ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის