იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე სიტყვიერი დაპირისპირება და ხმაური იყო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე სიტყვიერი დაპირისპირებისა და ხმაურის გამო კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა მანდატურებს ოპოზიციონერი დეპუტატების ანა ნაცვლიშვილისა და ხატია დეკანოიძის გაძევება სთხოვა, თუმცა მოგვიანებით გადაწყვეტილება გააუქმა და ოპონენტები მხოლოდ გააფრთხილა.

თავდაპირველად, დარბაზის დატოვებაზე ოხანაშვილის მითითება მოჰყვა „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მომხსენებლის, მამუკა მდინარაძის გამოსვლის დროს ანა ნაცვლიშვილის ხმამაღალ შეძახილებს. ოხანაშვილმა დეპუტატს სიმშვიდისკენ მოუწოდა, თუმცა შემდეგ მანდატურებს უთხრა, რომ როგორც დეკანოიძე, ისე ნაცვლიშვილი დარბაზიდან გაეყვანათ. დეპუტატებმა მანდატურებს წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც ანა ნაცვლიშვილმა ევროკავშირის დროშა გაშალა.

მოგვიანებით, მათ შორის სხვა ოპოზიციონერი დეპუტატების მოწოდების შემდეგ, ოხანაშვილმა გადაწყვეტილება შეცვალა და ოპონენტებს უთხრა, რომ შეკითხვების დასმის შესაძლებლობას მისცემს, თუ არ იყვირებენ.

„არ გაჩერებულხართ, ყვირით, მესმის, რომ თქვენთვის სიმართლის მოსმენა მწარეა. გაძლევთ შესაძლებლობას, შეკითხვა დასვათ, მაგრამ თუ დადებთ პირობას, რომ უმიკროფონოდ არ იყვირებთ. არ გაჩერებულხართ მთელი სხდომა“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

მას შემდეგ კი, რაც ნაცვლიშვილმა ევროკავშირის დროშა გაშალა და მხრებზე მოიხვია, მამუკა მდინარაძემ უთხრა, რომ სწორედ ასე სპეკულაციურად ისხამენ ისინი ევროპულ მანტიას.

„როგორც ახლა მოისხა მანტიის სახით დროშა, ასე სპეკულაციურად ისხამთ ევროპულ მანტიას. სინამდვილეში სულ რუსულ საქმეს აკეთებთ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს