ხატია დეკანოიძე მამუკა მდინარაძეს - თქვენ, უმრავლესობა, ივანიშვილთან ერთად, მზად ხართ თუ არა იმისთვის, რომ კანონის სანაცვლოდ უარი თქვათ ევროკავშირში  ინტეგრაციაზე?

მე ვფიქრობ, აქ უმრავლესობას მართლა ჰგონია, რომ კანონის განხილვის მთავარი საფუძველი ის არის, ბატონი მდინარაძე აქ ივანიშვილის დავალებით რას იტყვის და რას არ იტყვის. ყველამ ძალიან კარგად იცის, ბატონო მამუკა, რომ არც ერთი პოლიტიკური ლიდერი „ქართულ ოცნებაში“ არ წარმოადგენს პოლიტიკურ წონას, იმიტომ, რომ ივანიშვილი რასაც გეტყვით, იმას გააკეთებთ ყველა,- ასე მიმართა „ევროოპტიმისტების“ წევრმა ხატია დეკანოიძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წარმდგენს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს.

საპასუხოდ მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის წევრებს არავის მიმართ არ აქვთ მსგავსი მორჩილება.

„შეურაცხყოფაზე გადადიხართ, ჩვენ მსგავსი მორჩილება, თქვენ რომ გაქვთ ვიღაცების მიმართ, არავის მიმართ არ გვაქვს და ნუ მიაყენებთ ნურავის შეურაცხყოფას“,- განაცხადა მდინარაძემ.

დეკანოიძეს სიტყვიერად დაუპირისპირდა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილიც.

„თქვენ ჩვენს პოლიტიკურ წონაზე რატომ დარდობთ? თქვენ რა გაწუხებთ? თქვენ ვისი სახელით გველაპარაკებით?“- მიმართა ანრი ოხანაშვილმა.

რაც შეეხება თავად კანონპროექტს, დეკანოიძის განცხადებით, პოლიტიკური ძალა, რომელმა ირაკლი ფარცხალაძის გავლენები არ გამოიძია, გამჭვირვალობაზე არ უნდა საუბრობდეს.

„კანონპროექტზე შარშან ქართველმა ხალხმა გაგცათ გასაგები პასუხი და ეს პასუხი იყო შემდეგი, რომ ქართველი ხალხის ინტერესი არ არის ამ კანონმდებლობის მიღება. ბატონი შოლცის განცხადება იყო, მერე თარჯიმანს დააბრალეთ, ყველაზე სამარცხვინო რაც კი მომისმენია, თარჯიმანს დააბრალეთ, რომ თითქოს რაღაც არასწორად ითარგმნა, შემდეგ გერმანიის ელჩმა გითარგმნათ „ტვიტერზე“ შოლცის განცხადება და გამოაქვეყნა, ბრიტანეთს რომ ახსენებთ, ბრიტანეთმა გუშინ გაავრცელა განცხადება ამასთან დაკავშირებით, აშშ-ს ელჩმა გითხრათ პირადად, რომ არაფერი საერთო ამას კანონმდებლობასთან არ აქვს და ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენი პარტნიორების განცხადება და საქართველოს მოქალაქეების განცხადება ნიშნავს, რომ ეს კანონმდებლობა შეუთავსებელია ევროკავშირის ინტეგრაციასთან. ამაზე მჭირდება თქვენი პასუხი, ყველასი, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენ წარმოადგენთ ივანიშვილს ტრიბუნასთან. კონკრეტული კითხვა არის შემდეგი, თქვენ, უმრავლესობა, ივანიშვილთან ერთად, მზად ხართ თუ არა იმისთვის, რომ კანონის სანაცვლოდ უარი თქვათ ევროკავშირში ინტეგრაციაზე?

თქვენ თუ გამჭვირვალობა და უცხო ქვეყნის გავლენები გადარდებთ, ბატონო მამუკა, ფარცხალაძეზე გამოძიება რატომ არ დაიწყეთ? ან თუ დაიწყეთ, რა ეტაპზეა ახლა ეს გამოძიება? ერთხელ თქვით, რომ რაღაც დაკითხვა ჩაატარაო სუს-მა და შემდეგ არაფერი არც კი გაუგიათ ადამიანებს, გენერალური პროკურორი მართლა იყო თუ არა რუსეთის ჯაშუში?! თქვენ ახლა ამ ძალის წარმომადგენელი გამოდიხართ და ჩვენ და საზოგადოებას გვიმტკიცებთ, რომ თქვენ გაინტერესებთ გამჭვირვალობა?! თქვენ რომ გაინტერესებდეთ უცხო ქვეყნის გავლენა ამ ქვეყანაში და მართლა გამჭვირვალობაზე რომ ზრუნავდეთ, დაინტერესდით თუ არა ერთხელ მაინც, საიდან დააგროვა მურუსიძე- ჩინჩალაძე- მიქაუტაძემ ამხელა ქონება? თქვენ რომ გამჭვირვალობაზე საუბრობთ, ბატონო მამუკა, და არასამთავრობო სექტორსა და მედიაზე, ირაკლი ღარიბაშვილი წლების განმავლობაში იღებდა შავ ფულს“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ