გაეცანი გრეის ჰოპერის ტექ დაჯილდოების ნომინაციებს - მოიპოვე აღიარება ტექნოლოგიების სფეროში

თიბისი წარმოგიდგენთ გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს, რომელიც ტექნოლოგიებში ქალების ჩართულობის წახალისების მიზნით ტარდება.

რეგისტრაცია 20 მაისამდე ვებგვერდზე შეგიძლიათ.

ჯილდოს მიზანია როგორც წარმატებული ქალების აღიარება ტექ სფეროში, ისე იმ პროგრამებისა და ორგანიზაციების წარმოჩენა, რომლებიც საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორში ქალების გაძლიერებას უწყობენ ხელს.

2024 წელს ჯილდო 5 კატეგორიაში გაიცემა:

ტექნოლოგიური ლიდერის კატეგორიაში ჯილდო გადაეცემა ტექნოლოგიების ინდუსტრიაში გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე მყოფ ქალს, რომელსაც აქვს გამორჩეული მიღწევები და საკუთარი საქმიანობით საზოგადოებაში პოზიტიურ ცვლილებს ახორციელებს.

კატეგორიაში აღმოჩენა ახალ თაობაში დაჯილდოვდება 16-დან 26 წლამდე გოგონა, რომელიც STEM სფეროში ადრეული ასაკიდანვე შთამბეჭდავი აკადემიური მიღწევებითა და პროფესიული მისწრაფებებით გამოირჩევა და აქვს პოტენციალი გახდეს სფეროს ლიდერი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ.

გამორჩეული მეცნიერის ტიტული მიენიჭება ქალ მეცნიერს, რომელსაც შეაქვს დიდი წვლილი STEM მეცნიერების სფეროში (ინჟინერია, მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია).

კატეგორიაში ინოვაციური ტექ პროდუქტი ჯილდო გადაეცემა ინოვაციურ პროდუქტს, რომლის შემქმნელიც ქალია და რომელიც კონკრეტული ტექნოლოგიური გადაწყვეტით ბიზნესისა თუ საზოგადოების საჭიროებებს პასუხობს. ამ კატეგორიის გამარჯვებული შესაძლოა იყოს როგორც ტექნოლოგიური სტარტაპი, ასევე ცალკეული ტექნოლოგიური გადაწყვეტა, პროდუქტი ან მომსახურება, რომელზეც იმუშავა გუნდმა კომპანიის შიგნით.

და ბოლოს, კატეგორიაში ლიდერი კომპანია ქალების გაძლიერებისთვის დაჯილდოვდება გამორჩეული ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც თანასწორობას, მრავალფეროვნებას და ტექნოლოგიებში ლიდერულ პოზიციებზე ქალების წინსვლას ემსახურება.

ერთ-ერთი პირველი, ამერიკელი პროგრამისტი ქალის, გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო არის ტექნოლოგიური დაჯილდოება, რომელიც ამ სფეროში მოღვაწე ქალების აღმოჩენას და წახალისებას ემსახურება.

გამარჯვებული კომპანია მიიღებს 10 ათასი ლარს გრანტის სახით, რომელიც გამოყენებული იქნება წინასწარ შეთანხმებულ აქტივობებში და პროგრამებში, რაც ორგანიზაციის შიგნით თუ გარეთ მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის წახალისებას შეუწყობს ხელს.

გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო, საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და დაჯილდოებაში მონაწილეობის შესახებ წესებს გაეცანით ვებგვერდზე.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ