4GB-ს მუსიკალურ ფესტივალზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო - ღონისძიების მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“

23-25 მაისს, საგურამოში, კოსმოსურ ნაგებობათა ცენტრში რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი - 4GB გაიმართება - პროექტის მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო და მათი შეძენა ონლაინ, ვებგვერდზე არის შესაძლებელი. „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერი ბარათით გადახდისას კი ბილეთებზე იმოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.

„Line Up-ის შესახებ ინფორმაცია მალე გახდება ცნობილი და მის ნახვას ვებგვერდზე შეძლებთ.

ფესტივალის შესახებ: 4GB რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური ღონისძიებაა, რომელიც საქართველოში 2011 წლიდან იმართება. სამწლიანი პაუზის შემდეგ, რომელიც კოვიდის პანდემიითა და უკრაინაში მიმდინარე ომით იყო გამოწვეული, ფესტივალი 2023 წელს დაბრუნდა და კვლავ აგრძელებს მსმენელისთვის დაუვიწყარი ემოციებისა და ღირებულებების გაზიარებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს