პაატა მანჯგალაძე - დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი წელსაც საკადრის პასუხს გასცემს ხელისუფლებას

დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი წელსაც საკადრის პასუხს გასცემს ხელისუფლებას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ არის მიმართული, ამიტომ „ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეთ ქუჩაში, რომ დავიცვათ ჩვენი ქართული და ევროპული არჩევანი“.

„მე ვსვამ კითხვას - რა მოხდა ასეთი ამ ორ თვეში რომ კანონი შემოიტანეს?! ეს არის ყველაზე უბედურება რაც ხდება ქვეყანაში, რომ ევროკავშირის გზაზე კარი უნდა გაიღოს და ამ დროს „ქართული ოცნება“ ამ „რუსული კანონით“ ეღობება... ქართველი ხალხი იყო გამოსული შარშან ქუჩაში და პასუხი გასცა ხელისუფლებას და მე დარწმუნებული ვარ, რომ წელსაც საკადრის პასუხს გასცემს ხელისუფლებას,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე