ანრი ოხანაშვილმა სხდომათა დარბაზიდან რომან გოცირიძე გააძევა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ, კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომათა დარბაზიდან ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე გააძევა.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დეპუტატი ერთი და იმავე კითხვის განმეორებით დასმით სხდომის შეგნებულ გაჭიანურებას ცდილობს.

„დატოვეთ სხდომათა დარბაზი, გაძევებული ბრძანდებით. ერთი და იგივე შეკითხვა დაგიწერეს. ერთი და იგივე შეკითხვის განმეორების შემთხვევაში იქნება მოხსნილი. ყველა შეკითხვა იქნება მოხსნილი იგივე შეკითხვების განმეორების შემთხვევაში“, - მიმართა ანრი ოხანაშვილმა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატს, რომან გოცირიძეს.

თავის მხრივ, რომან გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს მიმართა კითხვით: „რამდენი ადამიანი დარჩება უმუშევარი და გავა უცხოეთში ამ კანონის მიღების შემდეგ?“

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება