ანრი ოხანაშვილი ოპოზიციაზე - დეზინფორმაციას ავრცელებენ, რომ პარლამენტი დღეს იღებს პირველი მოსმენით კანონპროექტს - ამაშიც ტყუილს კადრულობთ და როგორი წარმოდგენა გაქვთ ჩვენს საზოგადოებაზე, აქაც ჩანს

ბატონ ირაკლი ზარქუას უთქვამს, რომ დღეს პირველი მოსმენით კომიტეტზე მხარს დავუჭერთო და დეზინფორმაციას ავრცელებენ ახლა, რომ არიქა, დღეს იღებს პარლამენტი პირველი მოსმენით, რაც ნიშნავს თურმე პირველს, მეორე და მესამე მოსმენას. ამაშიც ასეთ ტყუილს კადრულობთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ამავე კომიტეტზე განაცხადა, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

როგორც ოხანაშვილი აღნიშნავს, ოპოზიცია დეზინდორმაციას ავრცელებს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს “გამჭვრივალობის კანონი” დღეს სამივე მოსმენით განიხილება.

“ყველაზე უბედურება ის არის, როგორი წარმოდგენა გაქვთ ჩვენს საზოგადოებაზე. თქვენ ფიქრობთ ჩვენს საზოგადოებას ამას დააჯერებთ, რომ დღეს პარლამენტი ერთი მოსმენით იღებს [კანონპროექტს], რაც ნიშნავს თურმე პირველ, მეორე, მესამე მოსმენით მიღებას.

ის, რასაც კომიტეტზე განვიხილავთ ერთი მოსმენით, თურმე ეს ნიშნავს სამივე მოსმენით მიღებას. ამაშიც როგორი წარმოდგენა გაქვთ ჩვენს საზოგადოებაზე აქაც ჩანს”, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს