მიხეილ ყაველაშვილი ხატია დეკანოიძეს - შენ იყავი იმ ძალის წარმომადგენელი, ვინც ქუჩაში ხოცავდა - მოღალატე ხარ, უკრაინის ტელევიზიაში საკუთარ სამშობლოს ოკუპანტთან ურთიერთობას აბრალებდი და ბოდიშიც არ მოგიხდია

შენ იყავი იმ ძალის წარმომადგენელი, ვინც ქუჩაში ხოცავდა. მოღალატე შენ ხარ, უკრაინის ტელევიზიაში იყავი და საკუთარ სამშობლოს ოკუპანტთან ურთიერთობას აბრალებდი და ბოდიშიც არ მოგიხდია,- ასე მიმართა „ხალხის ძალის" წევრმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა „ევროოპტიმისტების" დეპუტატს ხატია დეკანოიძეს.

ყაველაშვილსა და დეკანოიძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება პარლამენტში იმ დროს მოხდა, როდესაც მიხეილ ყაველაშვილი მედიასთან კომენტარს აკეთებდა.

დეკანოიძემ ყაველაშვილს „მოღალატე“ და „რუსეთუმე“ უწოდა და ჰკითხა, რა სინდისით იდგა იქ.

პასუხად ყაველაშვილმა დეკანოიძეს უთხრა, რომ ასე უნდა გააძევონ საერთოდ პოლიტიკიდან, რადგან „ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო და პარტია მაშინ უნდა დაეტოვებინა, როდესაც მეგის ქარდავა კაცებს აუპატიურებდა და გირგვლიანი მოკლეს და არა ახლა, როდესაც თავმჯდომარე ხაბეიშვილია.

„შენ იყავი იმ ძალის წარმომადგენელი, ვინც ქუჩაში ხოცავდა. მოღალატე შენ ხარ, უკრაინის ტელევიზიაში იყავი და საკუთარ სამშობლოს ოკუპანტთან ურთიერთობას აბრალებდი და ბოდიშიც არ მოგიხდია. ბოდიში უნდა მოიხადო. ბიძინა ივანიშვილისნაირი ადამიანები ღმერთმა გვიმრავლოს. ასე უნდა გაგაძევოთ საერთოდ პოლიტიკიდან, იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყავი. ახლა კი არ უნდა დაგეტოვებინა „ნაციონალური მოძრაობა“, მეგის ქარდავა კაცებს რომ აუპატიურებდა, მაშინ უნდა მიმხვდარიყავი და დაგეტოვებინა. გირგვლიანს რომ კლავდნენ, მაშინ უნდა დაგეტოვებინა და არა ახლა, ხაბეიშვილი რომ არის თავმჯდომარე. ვერასდროს ვერ მიიღებთ თქვენ სამართლიანობას" , - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, გასულ წელს ხელისუფლებამ კანონი დაძაბულობის და მოსალოდნელი მსხვერპლის თავიდან აცილების გამო გაიწვია.

„დღეს უარყვეს, ამას ვინ გაბედავდა და ვინ იკადრებდაო, ასეთი საუბარი იყო ვაშაძისგან და ხაბეიშვილისგან. შევახსენებ საზოგადოებას, ეს ის ორგანიზაციაა, ვისზეც „ხალხის ძალამ" უკვე დავაანონსეთ, რომ უნდა მოხდეს მათი გასამართლება.

ასევე შევახსენებ, რომ მსგავს საქციელს ისინი თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებდნენ. ძალიან ბევრი ადამიანი, ყოველგვარი გასამართლების გარეშე, პირდაპირ ქუჩაში იქნა ჩახოცილი. გვარები იცის საზოგადოებამ - გირგვლიანიდან დაწყებული, ვაზაგაშვილით დამთავრებული, როგორ ექცეოდნენ ჩვენს ხალხს, რამდენი პატიმარი ჰყავდათ, როგორ აწამებდნენ და აუპატიურებდნენ. ამ ძალისგან გაკვირვება, რომ შეიძლება ვინმეს მკვლელობა დაგეგმილიყო, სასაცილოა. ადეიშვილის მოადგილე იყო ვაშაძე, პოლიციის აკადემიაში მუშაობდა დეკანოიძე, რომელსაც უკვირს და უარყოფს თითქოს ამ ძალასთან რაიმე საერთო ჰქონდა", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა, რომლის კომენტარსაც “ხალხის ძალა“ ავრცელებს.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია