შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტზე - ადამიანი, რომელიც იკავებს ასეთ თანამდებობას და პოლიციელს რუსად მოიხსენიებს, მგონია, დამთავრებულია ამ თანამდებობაზე მისი ყოფნის ყოველგვარი ლეგიტიმაცია

როდესაც ადამიანი, რომელიც იკავებს ასეთ თანამდებობას და პოლიციელს რუსად მოიხსენიებს, მგონია, დამთავრებულია ამ თანამდებობაზე მისი ყოფნის ყოველგვარი ლეგიტიმაცია,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ქვეყნის პრეზიდენტზე სალომე ზურაბიშვილზე განაცხადა.

მან პრეზიდენტი „ტვიტერზე“ დაწერილი პოსტისთვის გააკრიტიკა, სადაც პაპუაშვილის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილმა ქართველი პოლიციის მიმართ რუსული სიტყვა „სპეცრაზმი“ გამოიყენა.

„როგორ შეიძლება, ქვეყნის პრეზიდენტის პოზიცია გიკავია - შენ ქართველ პოლიციელებს, რომლებიც დღისით და ღამით, ქარში, სიცივეში და სიცხეში დგანან ქართველი ხალხის უსაფრთხოების სადარაჯოზე, რუსი უწოდო. ეს გააკეთა მან თავის „ტვიტში“, როდესაც მათ „სპეცრაზმელები“ უწოდა, რუსული ტერმინი გამოიყენა, რუსული სიტყვა გამოიყენა ქართული პოლიციის წინააღმდეგ. ცოტა ხანში იქნება ქართული პოლიციის დღე და მაინტერესებს ამ დღეს როგორ აღნიშნავს, როდესაც რუსებად მოიხსენიებს ქართველ პოლიციელებს. დანარჩენი უკვე ბელეტრისტიკაა, მან მთავარი არსი და დამოკიდებულება ამ ქვეყნის მიმართ სხვა დროსაც გამოხატა და გუშინ განსაკუთრებით გამოხატა, როცა ქართულ პოლიციას რუსები ეძახა. ასე რომ, ამით ყველაფერია ნათქვამი თუ რა ლეგიტიმაცია აქვს მას. მისი ადმინისტრაციიდან დატოვეს თანამდებობები და სხვებიც თუ დაფიქრდებიან საერთოდ რამდენად უღირთ იყვნენ იმ ადმინისტრაციაში, რომელიც შენი ქვეყნის პოლიციას რუსებად მოიხსენიებს, რა ვიცი...“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება